როდესაც საქმე ავტომობილის არჩევამდე მიდის, სუპერ გმირების დახმარება ზედმეტი არ იქნება. KIA-მ კალათბურთის ვარსკვლავ ბლეიკ გრიფინთან და მსახიობ ჯეიკ მაკბრაერთან თანამშრომლობას აგრძელებს, რათა მომხმარებელს სუპერ გმირების დახმარება შესთავაზოს.
Kia Motors America-ს მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა: “ოპტიმა განასახიერებს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სერიას კიას ავტომობილებს შორის, და ბლეიკ გრიფინი საგრძნობლად გვეხმარება ჩვენი იმიჯის გამყარებაში…”
რეკლამაში ნაჩვენებია ორი სუპერ გმირი, რომელიც “Griffin Force”-ადაა ცნობილი. მათ გააჩნიათ ყველაფერი, რაც სუპერ გმირებს ესაჭიროებათ: ნიღაბი, კოსტუმი, გაჯეტები და რაც მთავარია სუპერ ძალა. ისინი ხალხს ავტომობილის არჩევაში ეხმარებიან.
ახალ რეკლამებს Kia NBA Tip-Off ’13 სეზონის დაწყების შემდეგ გაუშვებენ, სადაც ჩვენი სუპერ გმირები შეეცდებიან ადამიანების არჩევანზე ზეგავლენის მოხდენას.
http://youtu.be/ircKRJ2M5u8











