in

ეს მარტივი რჩევა უკეთესი რეზიუმეს შექმნაში დაგეხმარებათ

თუ რეზიუმეს ტრადიციულ ფორმატს იყენებთ, ესე იგი, თქვენ მიერ დაკავებულ როლებზე აქცენტირდებით, სამუშაოების ქრონოლოგიური ჩამონათვალით და მიღწეული შედეგებით. მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება მნიშვნელოვანი ფაქტორია, დღევანდელ მენეჯერებს კონკრეტული უნარების მქონდე კანდიდატები სჭირდებათ. შესაბამისად, ფოკუსირებით იმაზე, თუ რა „შეგიძლიათ“ და არა იმაზე, რაც „გააკეთეთ“ — ასე შეძლებთ, რეზიუმეების გროვაში თქვენი ნამდვილად გამორჩეულად აქციოთ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

„კვლევამ აჩვენა, რომ არ არის აუცილებელი წარსულში შესრულებულ როლსა და მომავალ სამუშაოს შორის კორელაცია არსებობდეს. მენეჯერებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, რამდენად შეგიძლიათ იმ ფუნქციების შესრულება, რომლებიც კონკრეტულ პოზიციასთანაა დაკავშირებული“, — ამბობს ბეილი შოულტერი, Credly-ის ნიჭიერი გადაწყვეტილებების ვიცე პრეზიდენტი.

თავდაყირა დააყენეთ რეზიუმე

ტრადიციულ რეზიუმეში სამუშაოს მაძიებელთა უმეტესობა გამორჩეული უნარების ჩამონათვალს ბოლოში ათავსებს. ჩვეულებრივ, ეს განყოფილება მათ მიერ გამოყენებული ტექნოლოგიების „მოკლე და ტკბილი კრებულია“. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს „Microsoft Office-ის გაცნობა“ ან „მომხმარებლებთან ურთიერთობის მართვის ინსტრუმენტების გამოცდილება“.

ამის ნაცვლად, უმჯობესია, განსაცხადებელი პოზიციის კონტექსტში შეარჩიოთ ის უნარები, რომლებიც ყველაზე მოთხოვნადია. სწორედ ამ კუთხით წარმოაჩინეთ თქვენი ცოდნა და შესაძლებლობები, რადგან ეს მენეჯერებს დაეხმარება, ზუსტად იცოდნენ, რისი გაკეთება შეგიძლიათ.

ე. წ. „გაზომვადი უნარები“ ყველაზე გავრცელებულია. ეს არის თქვენი სპეციალობა და სწავლებადი, გაზომვადი უნარები, როგორიცაა წერა, კითხვა, მათემატიკა ან კომპიუტერული პროგრამების გამოყენების უნარი. ამავდროულად, უცილებელია ინტერპერსონალური უნარების ჩართვაც, რომელიც ნებისმიერ სამსახურს ერგება და ყველა მათგანისთვის საჭიროა.

„მაგალითად, მე დავიწყე ჩემი კარიერა გაყიდვებში და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინტერპერსონალური უნარი, რომელიც უნდა განმევითარებინა, იყო დაინტერესებული მხარეების მენეჯმენტი. მჭირდებოდა, ყველა მონაწილე შემეკრიბა, რომელიც გადაწყვეტილებაში მონაწილეობდა და უნდა დავრწმუნებულიყავი, რომ მათ ყველა კითხვაზე მიიღეს პასუხი. დღეს კი ამ უნარებს ჩემი როლის ფარგლებში ვიყენებ. ზოგადი უნარები საკმაოდ გადამდებია“, — ამბობს შოუოლტერი.

გარდა ამისა, უნარებზე ფოკუსირება დაგეხმარებათ მენეჯერების დაქირავებაში. ბევრი დამსაქმებლისთვის მტკივნეული წერტილია კვალიფიციური ადამიანების პოვნის შეუძლებლობა. თანამშრომლის სამუშაო ისტორია და წარსულ პოზიციებზე მუშაობა ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია, მაგრამ შოუოლტერი ამბობს, რომ დღევანდელ სამუშაო ბაზარზე ეს არ უნდა გახდეს პრიორიტეტის მინიჭების პრინციპი. პირიქით, უნარებზე აქცენტირებ დასაქმების პროცესის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.



მეცნიერებმა 58%-ით უფრო მყარი ალმასები აღმოაჩინეს!

რეკრეაციული და ეროვნული პარკების მნიშვნელობა გარემოს კეთილდღეობისთვის