in

რჩევები დამწყები მწერლებისთვის – რა არის მთავარი ამბის თხრობაში

მწერლის პროფესია ყოველთვის საინტერესო იყო. ცნობილი ფილმებიც კი საინტერესოდ წარმოგვიჩენს მას, როგორებიცაა „მიზერი”,  „სექსი დიდ ქალაქში” და სხვა. როგორც „ექშენის” ჟანრის ფილმები მოგვანდომებს ხოლმე გმირობას, ისე ეს ფილმები გვანდომებს მწერლობას, თუმცა, უნდა დავსძინოთ, რომ მწერლობა უფრო რეალური სურვილია, ვიდრე გმირობა.

BOG
BOG

აშშ-ში ჩატარებული ბოლოდროინდელი გამოკითხვის მონაწილეთა 80%-ზე მეტმა თქვა, რომ ოდესმე სიამოვნებით დაწერდნენ წიგნს, თუმცა დაწყება ხშირად ყველაზე რთულია. რეალურად, ამისთვის მხოლოდ კლავიატურა და მონდომებაა საჭირო.

დამწყები მწერლების უმეტესობის კოშმარია იმის წარმოდგენა, თუ როგორ აკრიტიკებს მის ნაწარმოებს კრიტიკოსთა მთელი არმია. ეს შიში იმდენად ძლიერია, რომ ზოგჯერ ერთ სიტყვასაც კი არ აქვეყნებენ.

გამოცდილი მწერლები ამის დასაძლევად გვირჩევენ, დავიწყოთ ბლოგპოსტების გამოქვეყნებით და გავივარჯიშოთ, როგორც მუსიკოსი რეპეტიციობს რეალური მუსიკის დაკვრამდე. თავიანთი ნამუშევრის გაუმჯობესებისთვის მწერალს უკუკავშირი მაინც სჭირდება, ონლაინგამოქვეყნება კი ამ დროს საუკეთესო გამოსავალია. წაკითხული შეფასებებით, თქვენ უკვე გეცოდინებათ, რა მოსწონს ხალხს. მეტსაც გეტყვით, ზოგჯერ დუმილსაც კი შეუძლია ინფორმაციის მოწოდება.

ქვემოთ წარმოგიდგენთ რჩევების სიას, რომელიც დაგეხმარებათ პირველი ნაბიჯების სწორად გადადგმაში.

იკითხეთ ბევრი

წარმატებული მწერლების უმეტესობა ასევე ენთუზიაზმით აღსავსე მკითხველია. მნიშვნელოვანია, რომ ფართოდ იკითხოთ ის ჟანრი, რომლის წერაც თავად გსურთ. გამომცემლობის გემოვნება, ტენდენციები და სტილი თითქმის ყოველ ათ წელიწადში იცვლება, ამიტომ ინტენსიური კითხვის რეჟიმი დაგეხმარებათ იმის დანახვაში, რა არის პოპულარული და რა არა, რომელი თხრობის სტილებია მოდიდან გასული და რომელი – არა.

წერეთ ბევრი

წერა უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს! შესაძლოა, პირველ სცენებს დაძაბულობა აკლდეს, პირველი თავები გაჭიანურდეს, პირველი რომანი შეიძლება საკმაოდ არეული იყოს…და ეს ნორმალურია.

ბევრს ჰგონია, რომ თუ აკადემიურ წერაში კარგია, აუცილებლად შემოქმედებით წერაშიც კარგი იქნება, მაგრამ ასე მარტივად არ არის. ხშირად ერთი რომანი რამდენჯერმე უნდა გადაიწეროს, რათა საბოლოო, სრულფასოვანი სახე მიიღოს. საკუთარი ხელწერის პოვნა და თანმიმდევრულობა მწერლობის ყველაზე რთული მხარეა.

საუკეთესო რამ, რაც გვავარჯიშებს, პრაქტიკაა. განაგრძეთ წერა, მაშინაც კი, როცა შედეგებით უკმაყოფილო ხართ. აუცილებლად მიხვალთ იქამდე, რომ საბოლოო წერტილს ბედნიერად დასვამთ და იტყვით: „ეგ არის”.

იპოვეთ სხვა მწერლები

მწერლობის ერთ-ერთი უდიდესი პლუსია სხვა მწერლებთან დაკავშირება. ისინი უკუკავშირის წყაროა, კონსულტაცია პერსონაჟებთან დაკავშირებით, გაჭედვისას იდეების გენერირებისთვის, სხვა მწერლები დაგეხმარებიან თქვენი ხელოვნების დონის ამაღლებაში უფრო სწრაფად, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ.

არასოდეს არის სწავლა ზედმეტი

იარეთ კონფერენციებზე, ლიტერატურულ შეხვედრებზე, დისკუსიებსა და წიგნის კითხვის საათებზე, უსმინოთ პოდკასტებს ან ნებისმიერ ვიდეოკონტენტს, სადაც წიგნების მიმოხილვა ხდება. ეს პროცესი არასოდეს ჩერდება და მუდმივად უნდა გეჭიროთ პულსზე ხელი ისე, რომ არასოდეს ჩამორჩეთ მიმდინარე სიახლეებს. შეიძლება სულ სხვა მიმართულება გქონდათ თავიდან, მაგრამ მსგავსი ტენდენციების გაცნობით, მიმართულება სრულიად შეცვალოთ.

დაბოლოს, თქვენ შემოქმედებითი ადამიანი ხართ, გაქვთ მნიშვნელოვანი სათქმელი და ისტორიები, რომელთა მოყოლაც მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ. ამიტომ წაიკითხეთ. წერეთ. დაუკავშირდით ერთმანეთს. იმუშავეთ. ეს არის მთავარი რჩევა დამწყები მწერლებისთვის.

პროკრედიტ ბანკის რეგიონული ბიზნესშეხვედრების სერიის ბოლო ღონისძიება, წელს, ქუთაისში გაიმართება

მოიწვიე მეგობრები თიბისის მობაილბანკში და მიიღე საჩუქარი ყოველ ჯერზე