in ,

დიზაინერებო ნახეთ, როგორ უნდა იმუშაოთ კლიეტებთან!

ეს ხუთი რჩევა მხოლოდ დიზაინერებისთვის არაა, ნებისმიერი ჩვენთაგანი, რომელიც დიზიანერთან ურთიერთობას გადაწყვეტს საჭიროა იცოდეს ურთიერთობის ფორმა.

BOG
BOG

დიზაინერსა და დამკვეთს შორის (თუნდაც ის თქვენი მეგობარია) საჭიროა მკაცრი პროფესიონალური ურთიერთობა, რათა უსიამოვნებები და გაუგებრობა არ მოხდეს.

ქვემოთ მოცემულია 5 ყველაზე საჭირო რჩევა, რომელიც ურთიერთობების დამყარებას და მუშაობის პროცესს ხელს შეუწყობს.

1. რამდენად სანდოა კლიენტთან ურთიერთობა

საქართველოში ხშირად ხდება, როდესაც დიზიანერს ფასზე ეკამათებიან. თქვენთან მოსულმა კლიენტმა უნდა წინასწარ იცოდეს თქვენი ფასი და პირველი შეხვედრის დროს იმის განხილვა, რომ რომელიმე სააგენტო უფრო იაფად მუშაობს, ან თქვენი მხრიდან იმით აპელირება, რომ სხვა სააგენტო თქვენზე ძვირს იღებს, ძალიან დიდი შეცდომა იქნება. გადაამოწმეთ კლიენტის რეპუტაცია.

2. ოფიციალური ურთიერთობა.

არ იმუშაოთ მათთან, ვინც კონტრაქტზე და გადახდის ვადის დაწესებაზე უარს ამბობს.

3. დრო ფულია…

სადაც არ უნდა მიხვიდეთ იქნება ეს მაღაზია ,საცხობი თუ ექიმი ყველგან წინასწარ გადახდაა საჭირო. უბრალო არქიტექტორული ესკიზიც საკმაოდ ძვირი ღირს, არ ვლაპარაკობთ უკვე დამუშავებულ და გამზადებულ პროექტზე. რაც შეეხება დიზაინს, თუ კლიენტი ნამუშევრის მიღებამდე თანხის გადახდამ დააფიქრა, ყველაზე კარგი შემოთავაზებაა წინასწარ შეთანხმებული თანხის 20-30% გადახდა, დასრულებული სამუშაოს შემდეგ კი მთლიანად დაფარვა. პატივი ეცით დროს, ფულს და პროფესიას.

4. “სამწუხაროდ ახლა ფინანსები არ მიწყობს ხელს რომ…. “

დიზიანერის სამუშაო ერთგვარ რისკთან არის დაკავშირებული. ნებისმიერ დროს შეიძლება შეწყდეს პროექტი, კომპანია დაიხუროს ან უბრალოდ კლიენტი “გაქრეს”. ეტაპობრივი ანაზრაურება ერთ-ერთი ყველაზე კარგი გამოსავალია. მაგალითად, თუ პროექტი შეწყდა არც კომპანია გადაიხდის დაუსრულებელი სამსახურისთვის და არც თქვენი დრო და შრომა დაიკარგება.

5. არასდროს!!!

არასდროს, არასდროს და კიდევ ერთხელ არასდროს არ აჩვენოთ და არ გადაუგზავნოთ ორიგინალი ფაილი. სანამ თანხა მთლიანად არ დაიფარება. კლიენტს არანაირი უფლება არ გააჩნია ნამუშევრის დედანი მოითხოვოს.



AlampBBDO-ს ახალი რეკლამა, რომელიც YouTube-ის პრევიუს იყენებს

დაფიქრდი სანამ დაპოსტავ!