in

რჩევები ქალებისთვის კარიერისა და დედობის დასაბალანსებლად

M2
M2

დასაქმებულ მშობლებს უჭირთ ხოლმე პროფესიული და პირადი ცხოვრების დაბალანსება… ერთი მხრივ, ბავშვის აღზრდის პასუხისმგებლობას გრძნობენ, მეორე მხრივ კი, ფულის გამომუშავების საჭიროებას, რათა ოჯახს ფინანსურად დაუჭირონ მხარი. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავეა ქალების შემთხვევაში — უამრავი გამოწვევის წინაშე დგებიან, როცა, მაგალითად, მარტოხელა მშობლები ხდებიან ან სრულ განაკვეთზე უწევთ მუშაობა. გამოწვევებზე საუბრისას იდეალური დედობის წნეხიც უნდა ვახსენოთ…

თუმცა, მშობლობის მრავალგვარი სახე არსებობს და ეს მეტწილად დამოკიდებულია, კულტურულ თუ რელიგიურ რწმენებზე, მორალზე და განვლილ ბავშვობაზე. უმეტეს შემთხვევაში კი ქალებისგან მოელიან დომინანტურობას სახლის საქმეებში, დიდია წნეხია ოჯახისა და სოციუმისგან, არ აქვს მნიშვნელობა, როგორია მათი კარიერა. მშობლობა, ცვალებადი გარემოებები და არარეალური სტანდარტების დაწესება კი, სარგებელზე მეტად, ქალებს ზიანს აყენებს. ხოლო გამოსავალი საკუთარი თავისთვის პრიორიტეტის მინიჭებაშია, რადგან სწორედ ასე ხდება შესაძლებელი ოჯახზე საუკეთესოდ ზრუნვაც. 

ახლა კი კონკრეტული რჩევებისკენ გადავინაცვლოთ:

განსაზღვრეთ პრიორიტეტები და პატივი ეცით მას

პირადი და პროფესიული ცხოვრების დაბალანსებად 50-50-ზე გადანაწილებას ნუ ჩათვლით, რადგან ქალებს განსხვავებული პრიორიტეტები აქვთ და ეს ნორმალურია. იმის განსაზღვრა, თუ რა გსურთ და რა გჭირდებათ პირველი ნაბიჯია სამსახურისა და სახლის საქმეების დასაბალანსებლად. როგორც კი ამას გაიგებთ, დაფიქრდით, რომელი უნდა აკეთოთ მუდმივად და რომელი გთავაზობთ უფრო მეტ მოქნილობას. მაგალითისთვის, თუ პრიორიტეტი ოჯახთან ძლიერი კავშირის შენარჩუნებაა, უპირატესი მათთვის დროის გამოყოფა უნდა იყოს. ამ შემთხვევაში კი მოგზაურობა სასურველ ქმედებად ჩაითვლება, რომლის დაგეგმვის გადაუდებელი საჭიროება არ გაქვთ. 

ჩართეთ დროის მენეჯმენტის პრაქტიკა თქვენს ყოველდღიურ რუტინაში

დასაქმებული ოჯახები ხშირად იყენებენ კალენდარს კონკრეტული აქტივობებისა თუ შეხვედრების ჩასანიშნად. ზოგიერთი დასაქმებული დედა უპირატესობას მეტად დეტალურ პერსონალურ კალენდარს ანიჭებს, რომელსაც შემდგომ ოჯახის კალენდარს შეუსაბამებს… მეთოდს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, დააკვირდეთ, როგორ ატარებთ დღეს, კვირასა თუ თვეებს.

კარგი იქნება, თუ თქვენს ყოველდღიურობაში პატარა დროის დამზოგველ ქმედებებსაც ჩართავთ, მაგალითისთვის, წინა დღეს გაამზადებთ დილის საუზმეს და აარჩევთ, რა ჩაიცვათ თუ ჩააცვათ ბავშვებს. ზოგიერთი უპირატესობას კვირის მარაგის შევსებას ანიჭებს, რითაც შემდგომი დღეების მანძილზე კვების საკითხს უზრუნველყოფენ.

ითხოვეთ დახმარება, როცა დაგჭირდებათ

არ აქვს მნიშვნელობა, პარტნიორი გყავთ თუ არა, ბავშვების აღზრდა ხშირად მოითხოვს სხვების დახმარებას. ზოგჯერ ამ როლს ოჯახის წევრები და მეგობრები ირგებენ, თუმცა, დასახმარებლად სხვებსაც შეგიძლიათ, მიმართოთ, მთავარია, ენდობოდეთ მათ. 

იზრუნეთ საკუთარ თავზე

აქ როგორც ფიზიკური, ისე მენტალური ჯანმრთელობა მოიაზრება — იკვებეთ ჯანსაღად, ივარჯიშეთ და გაიკეთეთ ანალიზები რეგულარულად. თავის მოვლა დროის გამოყოფასაც ნიშნავს მხოლოდ საკუთარი თავისთვის. ზოგიერთ ქალს ამ დროს ჰობი ანიჭებს სიამოვნებას, ზოგსაც მეგობრებთან ურთიერთობა — მთავარია, აკეთოთ ის, რაც გაბედნიერებთ.

დაუკავშირდით თერაპევტს და გაუზიარეთ გრძნობები

დასაქმებული დედები, რომლებიც პროფესიული და პირადი ცხოვრების დაბალანსებას ცდილობენ, ხშირად სასარგებლოდ თვლიან თერაპევტთან სტუმრობას და მასთან არსებულ გამოწვევებზე საუბარს. ასე კი იმიტომ ხდება, რომ დაბალანსების სურვილს ქრონიკულ სტრესამდე მივყავართ, რასაც თუ დროულად არ გავუმკლავდებით, შფოთვისა და დეპრესიებისკენ მიდრეკილს გაგვხდის… თერაპევტები პრაქტიკულ რჩევებს გვაწვდიან და შანსებს მინიმუმამდე ამცირებენ.

გახსოვდეთ, რომ ბავშვებისთვის თქვენს მუშაობას გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს

ხშირად ქალები თავს დამნაშავედ გრძნობენ იმის გამო, რომ დროს სამსახურს უთმობენ და არა, ბავშვის აღზრდას. თუმცა, სანერვიულო არაფერია და ამაში ჰარვარდის ბიზნესსკოლის კვლევაც გვარწმუნებს — გვეუბნება, რომ დასაქმებული დედების მუშაობას ბავშვებისთვის გრძელვადიანი სარგებლის მოტანა შეუძლია. 

უფრო ზუსტად, ბავშვები, რომელთა დედებიც მუშაობდნენ, მეტად სავარაუდოა, რომ თავადვე დაიკავებენ მომავალში მოწინავე, ზედამხედველობით პოზიციებს და მაღალი ანაზღაურებაც ექნებათ. კვლევა ასევე ამბობს, რომ დასაქმებული დედების მიერ გაზრდილი ვაჟები მეტად ერთვებიან ოჯახზე ზრუნვის საკითხებში და მეტი წვლილი შეაქვთ საოჯახო საქმეებშიც. ამგვარმა ბალანსმა კი, შესაძლოა, მომავალ თაობებში პირადი და პროფესიული ცხოვრების უკეთესი გადანაწილება შემოგვთავაზოს…

თიბისის ESG აკადემია ბიზნესების წარმომადგენლებისთვის ტრენინგს -„ბიზნესის გზა მდგრადობისკენ – შექმენი მწვანე მომავალი“ ჩაატარებს

ალბან ადამის მასტერკლასი – Mugler, Diesel და Balenciaga: კარიერული გზა ტოპ მოდის ბრენდებში