5
Jul
2013

7 რჩევა პაბლო პიკასოსგან

5 Jul 2013

ყველამ ვიცით XX საუკუნის ყველაზე გენიალური, ცნობილი მხატვრის პაბლო პიკასოს სახელი.

2009 წელს გაზეთ “The Times”-მა პიკასო საუკეთესო მხატვრად შერაცხა, რომელიც ბოლო ასწლეულში დაბადებულა. მისი წარმატების ისტორიის გამეორება ალბათ შეუძლებელია, მაგრამ პიკასოსგან ბევრი რამ შეგვიძლია ვისწავლოთ.
7 რჩევა პაბლო პიკასოსგან.
PP

1.რომ შევქმნათ, საჭიროა გვწამდეს
“შეუძლია იმას, ვინც დარწმუნებულია რომ შეუძლია, არ შეუძლია იმას ვინც დარწმუნებულია რომ არ შეუძლია. ეს განუსჯელი კანონია.”

დარწმუნებულობა მოქმედების შედეგს აკონტროლებს. თუ თქვენ თვლით, რომ შეგიძლიათ გააკეთოთ რაღაც, თქვენი ტვინი იწყებს მუშაობას სხვა მიმართულებით და ეძებს გამოსავალს.

2. გააფართოვეთ თქვენი შესაძლებლობების და ცოდნის საზღვრები
“მე ყოველთვის ვაკეთებ იმას, რაც არ მეხერხება. ჯობს საბოლოოდ ვისწავლო” განვითრებისთვის საჭიროა ჩვენ თავს წინსვლისკენ ვუბიძგოთ.

3.არ ელოდოთ შთაგონებას, დაიწყეთ
“შთაგონება არსებობს, რომელიც მუშაობის დროს მოდის”

კი, შთაგონება არსებობს, მაგრამ შთაგონება მუშაობის დროს გეწვევათ. არ გაფლანგოთ თქვენი დრო საჭირო მომენტის დასაჭერად, იმოქმედეთ. შთგონება ის კომპონენტია, რომელსაც ძალიან მცირე დოზითაც კი შეუძლია შეცვალოს ყველაფერი.

4. იმოქმედეთ, რაც შეიძლება აქტიურად
“ხვალისთვის გადადეთ მხოლოდ ის, რის დასრულებაც არ გინდათ სიცოცხლის ბოლომდე. მოქმედება – წარმატების საწინდარია.”
 
უმოქმედოთ, ყველა ინფორმაცია უსარგებლოა. ესაა ყველაზე ეფექტური საშუალება წარმატების მისაღწევად. მოქმედების პროცესში თქვენ უკეთ გაიცნობთ თქვენ თავს და გაეცნობით მუშაობის სპეციფიკას.

5. დასვით სწორი კითხვები
“სხვებმა დაინახეს ის, რაც იყო, და იკითხეს, რატომ? მე დავინახე ის, რაც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო  და ვიკითხე, რატომაც არა?!”

დასვით პოზიტიური კითხვები, რომლებიც აღებენ  შესაძლებლობების კარებს. პრაქტიკულად ყველა სიტუაციაში თქვენ შეგიძლიათ დაუსვათ თქვენ თავს კითხვა: “რა არის ამ გამოცდილებაში დადებითი?”. ეს სწრაფი ხერხია თქვენი განწყობა და დამოკიდებულება პოზიტიური გახადოთ.

6. არ განსაჯოთ, და თქვენ შინაგან სილამაზეს დაინახავთ
“ნეტა შეიძლებოდეს ტვინის გათიშვა, და თვალებით აზროვნება”. იცხოვრეთ აწმყოთი  და თქვენ ნაკლებს გაანალიზებთ, განსჯით და გადატვირთავთ თქვენს ტვინს უსარგებლო ინფორმაციით.

7. ჯერ არაა გვიანი რომ სიცოცხლით დატკბეთ
“ახალგაზრდობას წლოვანება არ გააჩნია”. არ მისცეთ საშუალება საზოგადოებას გიკარნახოთ რა შეგიძლიათ და რა არა, მხოლოდ თქვენს წლოვანებაზე დაყრდნობით. თუ თქვენ ცხოვრებას პირდაპირხაზოვნად, დროის მონაკვეთად აღიქვამთ, მაშინ გვიანია რამის შეცვლა. ხოლო თუ ისწავლით “აწმყოში” ცხოვრებას, მიხვდებით რომ შეგიძლიათ გააკეთოთ ის რისი გაკეთებაც გინდათ.
დაიწყეთ, ახლავე.

განხილვა