in

რჩევები ეფექტური სამოტივაციო წერილის დასაწერად

წარმოიდგინეთ, თქვენთვის სრულყოფილი ვაკანსია იპოვეთ, შესაბამისი გამოცდილებაც გაქვთ, ის კომპანიაცაა, რომელიც მოგწონთ და ანაზღაურებაც მშვენიერია. თუმცა აქ სამოტივაციო წერილიც გჭირდებათ და ეს მრავალ კითხვას ბადებს — კრეატიული შესავლით უნდა დაიწყოთ თუ ChatGPT-ის გამოიყენებთ? რა გახდის თქვენს წერილს სხვებისგან გამორჩეულს? შესაძლოა, სამოტივაციო წერილის შედგენა ცოტათი გაშინებდეთ კიდეც, მაგრამ სწორედ ეს გაძლევთ კონკურენტულ უპირატესობას. 

როგორც Ladders-ის დამფუძნებელი გვეუბნება: წერილს უნდა შეხედოთ, როგორც შანსს ერთი მთავარი საკითხისთვის, ეს აკავშირებს წარსულისა და მომავლის პოზიტიურ მიღწევებს სამომავლო დამსაქმებლის საჭიროებებთან.

თუმცა აქ ისეთმა წვრილმანმა შეცდომებმა შეიძლება შეცვალოს თქვენი ბედი, როგორიც მცირე ბეჭდური შეცდომებია. გახსოვდეთ, რომ თქვენმა სამოტივაციო წერილმა არ უნდა გაიმეოროს ის ინფორმაცია, რაც თქვენს რეზიუმეშია. ეს შესანიშნავია იმისათვის, რომ აჩვენოთ თქვენთვის ჩვეული ენთუზიაზმი, რომელიც ამ როლის შესაბამისია.

წერილების წერა ძველ სკოლად შეიძლება ჩათვალოთ, მაგრამ ამას ბევრი უპირატესობა აქვს, თქვენივე წარდგენის პერსონალიზების საშუალებას გაძლევთ, ასე შეგიძლიათ, დამქირავებელ კომპანიას აჩვენოთ თქვენი ინტერესი და ცოდნა, ამასთან, თავი აარიდოთ თქვენი მიღწევების მხოლოდ ფორმულის მსგავსად წარდგენას, — განმარტავს ჯუდით ჰემფრი, ექსპერტი. 

ახლა კი რჩევებისკენ გადავინაცვლოთ:

  • შეარჩიეთ შესაბამისი ტონი;
  • დაიწყეთ პერსონალიზებული მისალმებით;
  • მიიპყარით მათი ყურადღება, ისეთი ფრაზებით, როგორებიცაა: განათლების სექტორში მუშაობა მას შემდეგ მინდა, რაც მესამე კლასში ჩემი მასწავლებელი კითხვის სიყვარულის აღმოჩენაში დამეხმარა, ჩემი მიდგომა მენეჯმენეტისადმი მარტივია: მსურს ისეთი ხელმძღვანელი ვიყო, რომლისთვისაც მუშაობა მეც მომინდებოდა, კონკრეტულ კომპანიაში 3 წელი გავატარე და საშუალოდ ხელფასები — %-ით გავზარდე“;
  • არ დაიწყოთ პირდაპირ იმის გაზიარებით, თუ რამ მიგიზიდათ ამ ვაკანსიაში, ჯერ დაგუგლეთ, ესტუმრეთ კომპანიის კარიერის გვერდს, აიღეთ მნიშვნელოვანი საკითხები ცნობილი გამომცემლების სტატიებიდან და იმ ინსაითებზე გაამახვილეთ ყურადღება, რომელზეც ლაპარაკს მოახერხებთ;
  • აჩვენეთ, არ უთხრათ — თქვენი უნარები ფორმულებივით კი არ ჩამოწეროთ, არამედ აჩვენეთ, ეცადეთ პერსონალიზება და შეგიძლიათ ზომიერ იუმორსაც მიმართოთ, აი, მაგალითად: თუ საკონფერენციო ოთახში ვართ და ინტერნეტი არ მუშაობს, პირდაპირ IT-სთან დარეკვას და დალოდებას არ ვიწყებ, შევძვრები მაგიდის ქვეშ და მე თვითონ ვამოწმებ ყველაფერი სათანადოდ არის თუ არა შეერთებული“;
  • აჩვენეთ თქვენი ღირებულებები;
  • დაწერეთ მოკლედ;
  • თავი აარიდეთ კლიშეებს — ყველა ამბობს, რომ ისინი შრომისმოყვარეები არიან და პრობლემების კრეატიულად გადაჭრის უნარიც აქვთ, ამიტომ, უმჯობესია, შემდეგ მეთოდს მიმართოთ: ასეთ პრობლემასთან შეხება წინა სამსახურში მქონდა, რომელსაც — გზით გავუმკლავდი და რისკების 90%-ით შემცირება შევძელი“;
  • გადახედეთ, რათა დარწმუნდეთ, რომ შეცდომები არ გაქვთ;

დაბოლოს, თუ სამოტივაციო წერილს ყურადღებით დაწერთ, გახდით მაქსიმალურად კონკრეტულს და თქვენს მიზანსაც მოარგებთ, ინტერვიუზე დაბარების შანსები გაიზრდება. ჩათვალეთ, რომ ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რათა კომპანიას აჩვენოთ, როგორც თანამშრომელი, როგორ შემატებთ მას ღირებულებას…

Agile Summit-ის საერთაშორისო სპიკერები და ადგილობრივი გამოცდილება

რავი, რატომაც არა? – როგორ ჩამოყალიბდა ლუდი „რავი“ Gen Z ბრენდად