in ,

„რძისამეს“ სიკეთით სავსე ბრენდინგი

ლაივმა“ ქართული რძის პროდუქტების ბრენდ დიაგნოსტიკის შემდეგ, ახალი ბრენდის სტრატეგიული პლატფორმა, ბრენდის სახელი და სლოგანი, საკომუნიკაციო სტრატეგია და ვიზუალური სტილი შექმნა. ნიკა კუმბარსა და ანანო მიმინოშვილთან თანამშრომლობის შედეგად, ბრენდის შეფუთვის სტრატეგიული არქიტექტურა და შეფუთვის დიზაინის კონცეფცია შეიქმნა. რეზო მელიქიშვილი კი სააგენტოს კონცეფციის ფრთების შესხმასა და სტილის გაშლაში დაეხმარა.

BOG
BOG

„რძისამეს“ ფილოსოფია დამკვეთთან ერთად შემუშავდა, რადგან ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ ყველაფერი – ბიზნესი იქნება, წარმოება თუ ნებისმიერი სახის ურთიერთობა, სიკეთესა და კეთილგანზრახვას უნდა ეფუძნებოდეს. რძის პროდუქტების ყოველდღიური მოხმარება კეთილშობილი და სასარგებლო ჩვევაა ადამიანისთვის, განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, თუ თავად რძის პროდუქტებიც კეთილია, კეთილ ჩვევებზე დაფუძნებულ საწარმოში, კეთილი ადამიანების მიერ, კეთილშობილი ნედლეულით იქმნება და მიდის მომხმარებლამდე, – შთა ჩინჩალაძე, „ლაივის“ უფროსი ბრენდ კონსულტანტი.

რაც შეეხება შეფუთვის დიზაინის კონცეფციას, ნიკოლოზ კუმბარი: „ადრე იყო ასეთი რბილი, კუბოკრული ნაჭრები – ბებიების მაგიდის გადასაფარებლები და ფარდები და გვინდოდა, ნოსტალგია გამოგვეწვია მომხმარებლებში, შესაბამისად, დასამახსოვრებლადაც მარტივი ყოფილიყო. გარდა ამისა, ჩვენი ამოცანა იყო, „რძისამეს“ სამი სხვადასხვა სახეობის ერთი ვიზუალის ქვეშ გაერთიანება და ეს სხვადასხვა ფერის ხარჯზე შევძელით“.

როგორც შოთა ჩინჩალაძე მარკეტერთან საუბრისას აღნიშნავს „რძისამეს“ კომუნიკაციის საერთო პათოსი ადამიანურ ენაზე იქნება აგებული და ბრენდი კეთილ ჩვევებზე ისაუბრებს, რადგან „რძისამეს“ სურს, მეტი სიკეთე შემოიტანოს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში“.

მუხრან – ბატონის სასახლეს უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

კამპანია “თუ გიჭედავს, შეამოწმე” როკ სიმღერით დაიწყო! რა იქნება შემდეგ?