in

რე|ბანკი ერთი წლისაა!

რე|ბანკი, „პაშა ბანკის“ ქვებრენდი საცალო საბანკო მომსახურების მიმართულებით, დღეს ერთი წლის გახდა. განვლილი წლის განმავლობაში, კომპანიამ, საკუთარი ადგილი დაიკავა ბაზარზე და მომხმარებლების კეთილგანწყობაც დაიმსახურა. რა გამოწვევებთან მოუწია ბანკს გამკლავება, როგორ შეხვდნენ პანდემიით გამოწვეულ კრიზისს და როგორია მათი ხედვები, ამის შესახებ „პაშა ბანკისა“ და რე|ბანკის მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელს, ანანო ქორქიას ვესაუბრეთ.

ანანო, ალბათ, რთული იყო კორპორაციული საბანკო მომსახურების სფეროდან საცალო საბანკო მომსახურების სფეროში გადასვლა. რა გამოწვევების წინაშე დადექით და როგორ ფიქრობთ, რა დაგეხმარათ მათთან გამკლავებაში?

ანანო ქორქია: ერთი წლის წინ, ამ დღეს უდიდესი გამოწვევების პირისპირ დავდექით. თუმცა ზუსტად ვიცოდით, რა გვინდოდა და რას ვთავაზობდით მომხმარებელს. შედეგები კი სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ.

ჩვენი წარმატების საიდუმლო, თუ შეიძლება ამას ასე ეწოდოს, განვითარების მუდმივი სურვილი და პროცესია. იქნება ეს თანამშრომელთა ინდივიდუალური განვითარება, თუ ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების გაუმჯობესება.

როდესაც საცალო საბანკო მომსახურების სეგმენტში პირველ ნაბიჯებს ვდგამდით, ასეთი იყო ჩვენი მისიაც და დაპირებაც – გაგვეწია მომხმარებლებისთვის გამარტივებული და გამჭვირვალე საბანკო მომსახურება, რომელიც მათ ყოველდღიურობას უკეთესს გახდიდა. ვფიქრობთ, ჩვენი საბანკო პროდუქტებით და ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებით დაპირებას ვასრულებთ.

მოდით, ცოტა პროექტებზეც მოგვიყევით. ალბათ, გაქვთ პროექტი, რომლითაც ბანკი განსაკუთრებულად ამაყობს…

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ჭრილში, პირველი და ძალიან საამაყო პროექტით ჩვენი საცხოვრებელი გარემოს გალამაზებაში შევიტანეთ წვლილი. რე|ბანკი TBILISI MURAL FEST-ის სპონსორი გახდა,  ფესტივალის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში პირველად ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში, სტრიტ არტის საერთაშორისო და ადგილობრივმა ვარსკვლავებმა ქალაქის 10 კედელი მოხატეს.

უყურადღებოდ არც ჩვენი ოთხფეხა მეგობრები დაგვიტოვებია და აქცენტი მათზე გავაკეთეთ, ვისაც ჩვენი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებოდა – მიუსაფარ ძაღლებზე. რე|ბანკის მხარდაჭერით, DOG-ის თავშესაფრის ტერიტორიაზე ამოქმედდა ვეტერინარული ოთახი, რომელიც მიუსაფარ ძაღლებს ვაქცინაციას და პირველად დახმარებას უწევს.

როგორ ფიქრობთ, რა დაგეხმარათ იმაში, რომ რე|ბანკი, როგორც ბრენდი, შედგა და დღეს უკვე საკუთარი ადგილი აქვს ბაზარზე?

ის შედეგი, რომელსაც 1 წლის განმავლობაში მივაღწიეთ, ცხადია, ჩვენი თანამშრომლების დამსახურებაა, ადამიანების, რომლებიც ერთ გუნდად შეკრულები ემსახურებიან მიზანს, რომელიც 2019 წლის 9 აგვისტოს დავისახეთ. სწორედ ამიტომ, ქვეყანაში და ზოგადად, მსოფლიოში შექმნილი ყველაზე რთული ვითარების დროსაც კი, ბანკმა ყველა თანამშრომელი შეინარჩუნა, თანაც სრული ანაზღაურებით.

როგორც ვიცით, ტოპ|ქარდთან დაკავშირებითაც გაქვთ სიახლეები. მოკლედ რომ მოგვიყვეთ, რა ახალი სიკეთეების მოტანა შეუძლია ბარათს?

დიახ, გაზაფხულზე მომხმარებელს განახლებული ტოპ|ქარდი შევთავაზეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი პროდუქტი მაქსიმალურად იყოს მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული. შესაბამისად, თუ აქამდე ტოპ|ქარდი მხოლოდ განვადების ბარათი იყო, გაზაფხულიდან მას საკრედიტო ბარათის ფუნქციაც დაემატა. ამასთან, მისი გამოყენება პარტნიორის გარდა, არაპარტნიორ კომპანიებშიც შეიძლება.

უპრეცედენტო იყო ის საშეღავათო პირობა, რომლიც ბანკმა ტოპ|ქარდის მომხმარებლებს შესთავაზა. მათ შეეძლოთ, აეთვისებინათ ლიმიტი რამდენიმე თვის განმავლობაში, გადახდა კი მხოლოდ ივლისიდან დაეწყოთ.

თუმცა ცხადია, არც ამას დავჯერდით და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ბარათისა და სესხის აღება, მაქსიმალურად, გაგვემარტივებინა. უფრო ზუსტად კი, ნებისმიერ მომხმარებელს, ვისაც აქვს დადასტურებული შემოსავალი, „ონლაინ“ შეუძლია დისტანციური იდენტიფიკაციის პროცესის გავლა და თბილისის მასშტაბით, ტოპ|ქარდსაც და ბლიც|სესხსაც სასურველ მისამართზე მიიღებს.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თუ გაქვთ შეთავაზება მომხმარებლებისთვის?

დიახ, ჩვენი საიუბილეო აქციის ფარგლებში, აგვისტოში გახარჯული თანხა 6 თვეზე ნაწილდება, თანაც ეფექტურ 0%-ად.  არ აქვს მნიშვნელობა, სად გამოიყენებს მომხმარებელი ტოპ|ქარდს, პირობა ყველგან ერთია.

მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველას, ვინც 1 წელია ჩვენთანაა: გვიხარია, რომ თქვენი მოლოდინები გავამართლეთ და გპირდებით, ამას მომავალშიც გავაგრძელებთ.

 

[პარტნიორის კონტენტი] 

„ჩვენ გვახსოვს 08.08.08.“ – Supremo-ს პროდუქცია ლიმიტირებული რაოდენობის შეფუთვით, აგვისტოს ომში დაღუპული გმირების პატივსაცემად

ახალი რეალობით შეცვლილი დასაქმების ბაზარი – როგორ გავიგოთ მეტი მომავლის პროფესიების შესახებ?