in

ფრენა 4 საათში, ლონდონიდან სიდნეიში – მსოფლიოს პირველი კოსმოსური ხიდი

ფრენის დრო ლონდონიდან სიდნეამდე, 2030 წლისთვის, 80%-ით შემცირდება. CNN-ის ცნობით, ეს შესაძლებელი იქნება ჰიპერსონიული რაკეტით (3000 მეტრი წამზე მაღალი სიჩქარე), რომელიც გაერთიანებულ სამეფოში დაამზადეს. ბრიტანეთის კოსმოსურმა სააგენტომ ავსტრალიის კოსმოსურ სააგენტოსთან თანამშრომლობა უკვე დააანონსა (UK Space Conference 2019-ზე). სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, ეს იქნება მსოფლიოს პირველი კოსმოსური ხიდი და ის სიდნეისა და ლონდონს შორის „გაიდება“. აღნიშნული სიახლის ფონზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონტინენტთაშორისო, ატმოსფერული ფრენები სულ უფრო რეალური პერსპექტივა ხდება.

ფოტო: Reaction Engines

ხომალდი მაღალი სიჩქარით იფრენს, გამოყოფილი აირების ტემპერატურამ კი, შეიძლება, ზიანი მიაყენოს გარემოს. სწორედ ამიტომ, რაკეტის შემქმნელი კომპანია Reaction Engines-ის თქმით, შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომელიც შესაძლებელს ხდის გამოყოფილი აირების ტემპერატურა შემცირდეს. მაგალითად, 1,000 C-ის ზემოთ ტემპერატურას ე.წ. „პრექულერი“ წამის 1/20-ში აციებს და ატმოსფეროს ტემპერატურის შესაბამისად აქცევს.

გიორგი სისაურისეული ქართული ანბანი და გამოფენა თბილისში

ქართული უპილოტო საფრენი აპარატი, 5 კგ ტვირთის გადაზიდვის ფუნქციით – Unmanned Air Technologies