in

Reading Coach — მაიკროსოფტმა კითხვის მასწავლებელი სისტემა შექმნა

M2

Microsoft-მა ახალი, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ასისტენტი წარადგინა — Reading Coach. ეს უკანასკნელი პერსონალიზებული სისტემაა, რომელიც დამოუკიდებელი და ინდივიდუალური კითხვის პრაქტიკის მხარდასაჭერად შეიქმნა. იგი აღჭურვილია სპეციალური ფუნქციებით, რათა სტუდენტებს რთული სიტყვების დაძლევაში დაეხმაროს, შესთავაზოს ვიზუალური ლექსიკონები და ა. შ.

ამავდროულად, Reading Coach-ს აქვს ინტერაქციული ფუნქცია „აირჩიე შენი ამბავი“. მასზე მაიკროსოფტის Azure OpenAI სერვისით იმუშავეს, სადაც მოსწავლეებს საკუთარი ნარატიული თავგადასავლების, პერსონაჟებისა და სხვა მახასიათებლების შერჩევით. ამის შემდეგ ხელოვნური ინტელექტი მხატვრულ ამბებს აგენერირებს, პროცესში კი მოსწავლის მიერ გამოყენებულ სიტყვებსაც ინარჩუნებს. დროთა განმავლობაში შესაძლებელია სიუჟეტის ახალი პარამეტრებისა და პერსონაჟების განბლოკვაც, პროგრესის კონტროლი.

ასისტენტი განსაკუთრებით სასარგებლო იქნება ახალბედა მკითხველებისთვის და დისლექსიის მქონე მოსწავლეებისთვის. ჩაინტეგრირებული იმერსიული მკითხველის მეშვეობით, სისტემა კითხვის უნარების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

უახლოეს მომავალში ტექნიკური გიგანტი Canva-სთან თანამშრომლობასაც განიხილავს.

„ხარისხი ყველაფერში: პროდუქციაში, დიზაინში, მომსახურებაში“ – როგორი გეგმები აქვს 2024 წლისთვის „კომფორტერს“

BMW მანქანების შესაქმნელად ჰუმანოიდ რობოტებს გამოიყენებს