სპორტული ტანსაცმლის მწარმოებლი კომპანიების რეკლამები ერთი და იგივე სიუჟეტის მიხედვით ვითარდება – მთავარი გმირი რომელიმე ბრენდის ტანსაცმელში გამოწყობილი წარმატებას აღწევს, რომლის მიზეზი სპორტული და კომფორტული ტანსაცმელია.
შთაბეჭდილება იქმნება თითქოს რომელიმე კონკრეტული ბოტასის ან მაისურის გარეშე პირველობა შეუძლებელია. ამ სახის რეკლამებისგან Jordan-მა (NIKE-ის მფლობელი) უარი თქვა და ახალ რეკლამაში მომხმარებელს აჩვენა, რომ ტანსაცმელი არაფერია მთავარია მონდომება, ვარჯიში და შრომა.
სარეკლამო კამპანიის სახე NBA-ს ვარსკვლავი რასელ უესტბრუკი გახდა. რასელი მოზარდების მწვრთნელის როლში გამოდის, რომლებმაც Jordan-ი მოირგეს და მზად არიან კალათბურთის ვარსკვლავები გახდნენ. მწვრთნელი კი მათ ყველა იმ ჯოჯოხეთურ გამოცდილებას უზიარებს, რომელიც წარმატების გზაზე შეხვდებათ.
Jordan-ის და Foot Locker-ის რეკლამაზე სარეკლამო სააგენტო BBDO-მ იმუშავა.
http://youtu.be/IxKzKxfgM_0