“Chatroulette”-ის მომხმარებელს ონლაინ შუტერის თამაში შესთავაზეს, რომლის მთავარი გმირები რეალური ადამიანები იყვნენ. ვიდეომ “YouTube”-ზე მნახველების დიდი რაოდენობა დააგროვა და ვირუსული სტატუსი მიიღო.
მოთამაშეებს, რეალური გმირების მართვა ხმოვანი ბრძანებების საშუალებით შეეძლოთ. ყველაზე საუკეთესო მოთამაშეებს “boss”-თან შერკინების საშუალება მიეცათ. მართალია, ყველას ერიდებოდა ცოცხალი ადამიანებისთვის ბრძანებების გაცემა, მაგრამ ცოტა ხანში თამაშზე ყველამ თანხმობა განაცხადა. გართობის ორგანიზატორი “Realm Pictures”-ია. ამ ხერხით “Realm Pictures”-მა თავისი მომსახურეობის რეკლამა განახორციელა .