in

ღვინის დიზაინი, რომელიც „ქალური საუბრებისთვის“ შეიქმნა

„ერთ ჭიქა ღვინოს შეუძლია, კარგი საუბარი დიდებულად აქციოს“, — ასეთია Real Mädchen Wein-ის (ღვინო გოგონებისთვის) კონცეფცია. ეს არის ღვინო ყველა მშვენიერი საუბრისთვის, იქნება ეს ბედნიერი თუ სევდიანი, სულელური თუ სერიოზული, მშვიდი თუ აღმაშფოთებელი… ყველა იმ სიტუაციისთვის, რომელსაც ცხოვრება გვახვედრებს: ახალი და დაკარგული სიყვარული, კარგი და ცუდი სამუშაო დღეები, თავგადასავლები, ძველი ჭრილობები და ჭარბი ემოციები.

ეტიკეტზე ვარდისფერი და წითელი ფერები ნათელი, სახალისო და ძალიან თანამედროვეა. წვრილი წითელი ხაზების ბადე კი ეტიკეტს მეტ დახვეწილობასა თუ სერიოზულობას სძენს. ამ ელემენტებს ახლავს თამამი, მაგრამ ელეგანტური ტიპოგრაფია, სავსე ხასიათითა და ძალით, რომელიც ზოგადად ქალების ძალას უსვამს ხაზს. ხოლო პატარა, „ტკბილ“ დეტალს წარმოადგენს ოქროს ბეჭედი, წარწერით „ბევრი სიყვარული შიგნით“ — ეს მეღვინეების ოსტატობასა და ერთგულებაზე მიანიშნებს.

ეტიკეტის სახეობები:

  1. ზოგჯერ მხოლოდ ცოტა სიყვარული გვჭირდება — ყველაზე მაგარი ქალისთვის, რომელსაც ვიცნობ.
  2. ხანდახან გვჭირდება გამხნევება — ეს სულელური აზრი არ არის.
  3. ხანდახან ცხოვრება უსიტყვოდ გვტოვებს — ოჰ!
  4. ხანდახან მხოლოდ კარგი დრო გვჭირდება. არავითარი ცუდი ვიბრაციები.
  5. ზოგჯერ უბრალოდ მტკივა. დიახ, რა თქმა უნდა, მტკივა.

Extra.ge-ს და Mastercard-ის ერთობლივი ღონისძიება

რატომ არ ესმის დამკვეთს ბრენდინგი?