27
Dec
2018

რომელი ნაძვის ხე ჯობია, ცოცხალი თუ ხელოვნური?!

27 Dec 2018

რომელი ნაძვის ხე ჯობია, ხელოვნური თუ ნამდვილი? მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გარემოსა და ჩვენი ჯანმრთელობისთვის, უკეთესია ცოცხალი ნაძვი. თუმცა, იდეალური არც ის არ არის.

pasha-statiebi
pasha-statiebi

განვიხილოთ ორივე შემთხვევა და შევადაროთ მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები:

ცოცხალი ნაძვის ხე ეს განახლებადი რესურსია, ხელოვნური კი ნავთობისგან მიღებული პლასტმასით მზადდება. ნამდვილი ნაძვი კომპოსტირდება და მისი გამოყენება ხელმეორედ, შეშის სახით ან გარეული ცხოველების თავშესაფრისთვის შეიძლება.

ცოცხალი ნაძვი, ზრდის პროცესში, ნახშირორჟანგს შთანთქავს, რაც გარემოზე კლიმატის ცვლილების ზემოქმედებას ამცირებს.

ნამდვილი ხე არ შეიცავს მავნე ქიმიკატებს. ხელოვნური ნაძვი კი პლასტმასის პოლივინილის ქლორიდისა (PVC) და არამდგრადი ორგანული ნაერთებისაგან (VOCs) შედგება. ამ უკანასკნელს შეუძლია, მოკლე და გრძელვადიანი გვერდითი ეფექტები ჰქონდეს, როგორც გარემოს, ისე ადამიანის ჯანმრთელობაზე.

ცოცხალი ნაძვი ყოველ წელს ახალი უნდა შეიძინოთ, ამას ტრანსპორტირების ხარჯიც დაემატება, ხელოვნურს ერთხელ იყიდით და სანამ არ მოგბეზრდებათ, შეგიძლიათ მისი გამოყენება.

საქართველოს მსგავს ქვეყანაში, სადაც, თითქმის, არ არსებობს ნაძვის ფერმები და მხოლოდ ცალკეულ სათბურებში იზრდება, თუ ყველა ცოცხალ ხეს  მორთავს, საბოლოოდ, ტყის მასივს შეამცირებს.

კიდევ ერთი საკითხია: ცოცხალ ხეს, ხშირად პესტიციდებით ზრდიან, რაც არანაკლებ საზიანოა ჩვენი ჯანრმთელობისა და გარემოსთვის, ვიდრე იმ ნავთობქიმიური ღუმელის გამოყენება, რითიც ხელოვნური ნაძვი მზადდება.

ასეთი არგუმენტებია თითოეულის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ. სწორედ მათი გათვალისწინებით, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ცოცხალი ნაძვი, მაინც უფრო უსაფრთხოა.

 

წყარო: inc.com / accuweather.com

 



განხილვა