in

რეალიზმით შთაგონებული დახვეწილი ნამუშევრები

ტრადიციული მხატვრობის ხარისხითა და სიზუსტით შთაგონებული პოლონელი არტისტი, დამიან ლეხოსზესტი ქმნის რეალისტურ პორტრეტებს, რომლებიც ნოსტალგიის გრძნობით არის მოცული. მის შემოქმედებაში გამოსახული სუბიექტები, როგორც მცირეწლოვნები, ისე მოხუცები, კლასიკურ სამოსში არიან გამოწყობილნი, ნახატებს დაჰკრავს ისტორიული ელფერიც, ამიტომ, ერთი შეხედვით, რთული ხდება იმის განსაზღვრა, თუ რომელ ეპოქას მიეკუთვნება ისინი.

BOG
BOG

როგორც აღმოჩნდა, მხატვრის მუზები თანამედროვე ადამიანები არიან, რომელთაც ის ისტორიულ ეპოქას არგებს. უმეტეს შემთხვევაში, ეს ადამიანები პოზირებენ იმავე ტანსაცმელში, რომლებიც შემდგომ ტილოზეა გამოსახული. თუმცა ყოფილა ისეთი ნამუშევრებიც, როცა სხვა ტანსაცმელი სცმია მოდელს, მაგრამ მსგავსება პიროვნებასა და არტისტის ნახატს შორის იდენტურია.

შემოქმედის მთავარი მისია მისი გმირები და ის ემოციებია, რომლებსაც ისინი გამოხატავენ. სწორედ ამიტომ, მის ნახატებში შეინიშნება სუბიექტის დაყენება მოწინავე პოზიციაზე. დამთვალიერებელი იძირება რეალისტურ ფიგურებში და ცდილობს, ამოხსნას, თუ რაზე ფიქრობს ტილოდან მომზირალი სახე.

#პორტფოლიო – ვიზუალური ბრენდინგი Kollektiv-ის ნამუშევრებიდან

ჩოგბურთელი ემა რადუკანუ Porsche Tennis Grand Prix-ზე ასპარეზობს