in

realme 7 Pro – „სმარტფონი“, რომელიც 34 წუთში იტენება, საქართველოში, 1099 ლარად გაიყიდება

მსოფლიოში, „სმარტფონების“ ყველაზე სწრაფად მზარდი ბრენდი, Realme წარმოგიდგენთ realme 7 Pro-ს, რომელიც 16 ოქტომბრიდან, „ალტას“ მაღაზიებში ოფიციალურად გაიყიდება. მაღალი წარმადობის საშუალებით, ის მაქსიმალურად დააკმაყოფილებს ახალგაზრდა მომხმარებლების მოთხოვნებს. realme 7 Pro, საქართველოში, 1099 ლარი ეღირება.

65W SuperDart-ის საშუალებით, reame 7 Pro, ანალოგებს შორის, ყველაზე სწრაფად იტენება

realme 7 Pro-ს მოჰყვება 65W SuperDart სატენი. ამიტომ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად დატენვადი ტელეფონია, საქართველოში. თავად განსაჯეთ – თუ სრულად დაცლილ ელემენტს 3 წუთს დატენით, შეძლებთ, YouTube-ის არხი ჩართოთ, კიდევ 10 წუთში ელემენტი 43%-ით შეივსება და თუ 24 წუთსაც მოიცდით, ტელეფონი – 100%-ით დაიტენება. მარტივად რომ ვთქვათ, realme „სმარტფონების“ პირველი ბრენდია, რომელიც 65W SuperDart ტექნოლოგიას იყენებს. შესაბამისად, თავის სეგმენტში, კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდა მომხმარებელს მაქსიმალურ კომფორტს უქმნის – მათ არასოდეს მოუწევთ დამჯდარ ტელეფონზე ფიქრი. realme 7 Pro-ს შეუძლია, სულ რაღაც სამ წუთში, 13%-ით დაიტენოს, 34 წუთში კი 100%-ით დაიმუხტოს.

გარდა ამისა, გადახურების პრევენციის მიზნით, „სმარტფონის“ დამუხტვის პროცესი მკაცრად კონტროლდება, რომ  40°C-ს არ ასცდეს. realme 7 Pro 98%-ით ახდენს ელექტროენერგიის მაღალეფექტურ კონვერტაციას.

სურათის გადაღების სიმკვეთრე 64MP ფართო კუთხოვანი Quad კამერით

realme 7 Pro აღჭურვილია Sony-ს 64MP ფართო-კუთხოვან Quad კამერით. 64MP ძირითად კამერას 1/1.73-ინჩიანი Sony IMX 682 სენსორი და f/1.8 აპერტურა აქვს. ეს კი სინათლის მგრძნობელობას და ფერების სიკაშკაშეს აძლიერებს. Quad Bayer ტექნოლოგიის სენსორი აღჭურვილია  1.6μm პიქსელით, ეს კი უზრუნველყოფს დინამიკურობის შესანიშნავ დიაპაზონს და მრავალფეროვან გამოსახუხელბას.8MP ულტრა ფართო ლინზების ხედვის არე 119° f/2.3 აპერტურაა. 4 სმ-იანი სპეციალური მაკრო ლინზებით (f/2.4 ფართო აპერტურა) მაკრო სურათების გადაღებას შეძლებთ.  პორტრეტის ლინზები, ძირითად ლინზებთან ერთად, კრეატიული და რაც მთავარია, მაღალი ხარისხის პორტრეტების გადაღებაში დაგეხმარებათ.

საოცარი პროგრამული უზრუნველყოფის გარდა, realme 7 Pro-ს აქვს Pro Nightscape Mode და Ultra Nightscape Video, Tripod Mode, Portrait Mode, Panorama მხარდაჭერა. მას გააჩნია ყველაზე პოპულარული ღამის ფილტრების ინტეგრირებული კომპლექტი – Cyberpunk, Flamingo და Modern Gold, რომელსაც შეუძლია, გადაიღოს მშვენიერი სურათები ღამის პერიოდში.

realme 7 Pro-ს ასევე გააჩნია 32MP სელფი-ლინზები, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივი და ავთენტური სელფის ეფექტებს, არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს მზიან დღეს, თუ დაბინდული სინათლის გარემოში. ოთხი ერთში პიქსელის ტექნოლოგიას კი შეუძლია, მოახდინოს ოთხი მიმდებარე პიქსელების კომბინირება, ერთ 0.8μm პიქსელში. Super Nightscape Mode-ის საშუალებით, გადაიღებთ უფრო მკვეთრ და ნათელ სელფის ბნელ გარემოშიც. გარდა ამისა, realme 7 Pro-ს აქვს UIS Video Stabilization, Real-time Bokeh Effect Video და Slow-motion video-ს ფუნქცია.

Super AMOLED ეკრანის საშუალებით, realme 7 Pro- ყველაზე მკაფიო გამოსახულება აქვს

realme 7 Pro-ს გააჩნია არეკვლის საწინააღმდეგო Split Design. ხელმისაწვდომია 2 ფერი: სარკისებრი ლურჯი და სარკისებრი ვერცხლისფერი. „სმარტფონს“ ასევე გააჩნია 6.4-ინჩიანი FHD+ Super AMOLED ეკრანი და მისი ეკრანის კორპუსზე კოეფიციენტი აღწევს 90.8%. realme 7 Pro-ს აქვს ფართო ზომის დინამიკი, რომელსაც შეუძლია სტერეო-ხმის ეფექტის შექმნა ძირზე არსებული დინამიკის საშუალებით.

“Pro” კი იმიტომ ჰქვია, რომ მისი მრავალფუნქციურობა კითხვის ნიშნის ქვეშ არასოდეს დგას. realme 7 Pro მოწოდებულია სწრაფი და ტრენდული realme UI-თი, შექმნილია ახალგაზრდებისთვის და ითვალისწინებს მათ გემოვნებას თუ ჩვევებს. აღჭურვილია Snapdragon 720G, რომელსაც აქვს 8 ნმ პროცესული ტექნოლოგია და 2.3Hz ძირითადი სიხშირე. ტელეფონს ასევე მოჰყვება ორმაგ არხიანი LPDDR4X RAM და UFS2.1 ROM. ასევე – “2+1” ბარათის სლოტი, ორი ნანო SIM ბარათისთვის და microSD ბარათისთვის. აქვს 256 გბ-იანი მეხსიერება, რაც ზუსტად პასუხობს მასიური აუდიტორიის მოთხოვნებს.  ეკრანზე თითის ანაბეჭდის მოდული კი იხსნება უფრო სწრაფად და უსაფრთხოდ, ახალი დამცავი ფილტრების საშუალებით.

realme 7 Pro პირველი „სმარტფონია“, რომელსაც TüV Rheinland-ის საიმედოობის სერტიფიკატი გადაეცა. ის უდაოდ ტრენდული პროდუქტია. ამიტომ, თანამედროვე ადამიანებმა აუცილებლად უნდა გამოიყენონ შესაძლებლობა და აირჩიონ realme 7 Pro.

 

[R]

“კუბი კონტექსტში” – ნახეთ, როგორი იქნება მზიურის ძველი საბაგირო სადგური

ინვესტიციის ანბანი – გიორგი ფაილოძე