2019 წლის მესამე კვარტალში „Realme“ სმარტფონის ბრენდების ტოპ 7-ეულში შევიდა და გაყიდვები 157%-ით გაზარდა. „Realme “-ს სმარტფონები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში, რადგან ბრენდი მომხმარებლისა და ბაზრის მოთხოვნებს სწრაფად პასუხობს და ახალ რეალობაშიც მარტივად ადაპტირდება. დღესდღეობით Realme-ს სმარტფონს 35 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და ეს რიცხვი კიდევ იზრდება.
„Realme“ უკვე “ალტაშია” და ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონია. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბრენდი ძალიან კარგად მიიღო მომხმარებელმა, სმარტფონების გაყიდვები კი დღითიდღე იზრდება.
„ბრენდი კონცენტრირებულია ახალგაზრდა მომხმარებლებზე, რომლებსაც ინოვაციები და სიახლეები ყველაზე მეტად მოსწონთ, გარდა ამისა კარგად ერგება მათ ხასიათს და დიზაინით იდეალურად ჯდება მათ კრეატიულ აზროვნებაში.“
„Realme“ ტექნიკური მახასიათებლების თვალსაზრისით, სხვა სმარტფონებთან შედარებით ნამდვილად გამორჩეული და ხარისხიანია. ბრენდი მზადაა, თანამედროვე გამოწვევებს დროულად უპასუხოს, რისი მაგალითიც პანდემიის პირობებში ელ. კომერციაზე ადაპტირება და ციფრული სერვისების დანერგვა იყო. ბრენდმა გაყიდვები ონლაინ ვაჭრობითაც გაზარდა.
აღსანიშნავია,რომ ევროპაში, კერძოდ ესპანეთში, “შავი პარასკევის” ფესტივალის პირველ დღეს, „Realme“-ს სმარტფონი X2 Pro გახდა გაყიდვების ჰიტი და ყველანაირი რეკორდი მოხსნა. პროდუქტების ასეთი სწრაფი ტემპით გაყიდვამ, ბრენდს დიდი წარმატება და ეკონომიური გამარჯვება მოუტანა.
„Realme“-ის ბრენდი 2 წელია რაც არსებობს და მათი სწრაფი განვითარება გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ის მალე კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდება. ბრენდი და მისი კონცეფცია ზუსტად ასახავს მათ სლოგანს „Dare to leap.”
[R]