18
იან
2018

„თქვენ ქმნით, თქვენ ირჩევთ, თქვენ ცვლით“ – „რეალური სივრცის“ ახალი საიმიჯო ვიდეორგოლი 

18 იან 2018

„ეს არის სამყარო, სადაც შეგვიძლია დავიწყოთ თავიდან“ ასე იწყება „რეალური სივრცის“ საიმიჯო ვიდეორგოლი და ამ ფრაზით ბრუნდება სოციალური გადაცემა, 6 თვიანი პაუზია შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პირდაპირ ეთერში. კადრებთან ერთად, ვიდეორგოლის ტექსტიც ვითარდება და გვახსენებს, რომ თითოეულ მოქალაქეს „ერთი ჰაერი, წყალი, ტყე, მთა, მიწა, გზა, საქმე, მიზანი და სივრცე“ გვაერთიანებს, მიუხედავად იმისა, თუ რას ვაკეთებთ. სიტყვებით „თქვენ ქმნით, თქვენ ირჩევთ, თქვენ ცვლით“, გადაცემის გუნდი ხაზს უსვამს თითოეული მოქალაქის როლს საზოგადოების განვითარებაში. ვიდეორგოლის იდეა „რეალური სივრცის” გუნდს და საზოგადოებრივი მაუწყებლის პრომოუშენის ჯგუფს ეკუთვნის.

BOG xelfasi

კრედიტები:
რეჟისორი – პაპუნა მოსიძე
მონტაჟის რეჟიროსი – პაპუნა მოსიძე
კრეატიული დირექტორი – კახა ბუხრაშვილი
ოპერატორი – გელა ჩინჩალაძე
ფერის კორექცია – ლუკა ჯღარკავა
ტექნიკური პროდიუსერი – ეკა კოპალეიშვილი
ტექსტი – „რეალური სირცის” გუნდი
მუსიკა – Remix after Überbach: Jupiter’s Delight Artist Pantha Du Prince

განხილვა