in

უკმაყოფილო ხართ თქვენი კომპანიის შედეგებით? გაიგეთ, რა არის მიზეზი

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, იმ დროის მოცულობა, რასაც მენეჯერები და თანამშრომლები ერთობლივ აქტივობებში ატარებენ, 50%-ზე მეტით გაიზარდა. თუმცა, ნუ აურევთ მას ჯანსაღ თანამშრომლობაში, რისგანაც ის ძალიან შორსაა. ორგანიზაციის შიდა თანამშრომლობის უდიდესი ნაწილი, დღესდღეობით, არაეფექტიანი და დისფუნქციურია. ფაქტობრივად, ამ გზით მოპოვებული კოლაბორაციების 20-35% თანამშრომელთა მხოლოდ 3-5%-ზე მოდის. როგორია მიდგომა ახლა, როდესაც ორგანიზაციებს ამ შეცდომიდან უწევთ გამოსვლა? თქვენთვის, როგორც ლიდერისთვის, მკაფიო სურათი უნდა იყოს საზომი. სწორედ ესაა ჯანსაღი თანამშრომლობის საზომი ინდიკატორი. მაინც, რა წარმოადგენს მის ფუნდამენტურ მამოძრავებელ ძალას?

pasha-statiebi
pasha-statiebi

დაამყარეთ კონტაქტი

სწორედ ესაა პირველი აუცილებელი ფაქტორი. საქმე ხშირად სრულდება არამკაფიო სტრუქტურის საშუალებით, ფორმალური ორგანიზაციული როლების, ფუნქციური გუნდებისა და იერარქიის ნაცვლად. ამდენად, კოლაბორაცია არ შეიძლება იყოს გაგებული მხოლოდ ფორმალური სტრუქტურების საშუალებით.

ამის ნაცვლად, ურთიერთკავშირი მოიცავს, თუ რამდენად არიან თანამშრომლები ერთმანეთთან დაკავშირებული დავალებებით, კროს-ფუნქციური პროექტებით, მიზნებითა და ტექნოლოგიებით, ფორმალური და არაფორმალური არხების საშუალებით. როდესაც თანამშრომლები 13 ინსტრუმენტს იყენებენ, დღეში, დაახლოებით, 30-ჯერ, ურთიერთკავშირი ბევრად რთული აღსაქმელია.

სამწუხაროდ, ურთიერთკავშირს ხელმძღვანელები ხშირად არასათანადოდ აფასებენ. სამუშაოს მართვის სისტემების ტექნოლოგიების დახმარებით, შეძლებთ გაიგოთ, როგორ არიან დაკავშირებული თქვენი თანამშრომლები. თქვენი ორგანიზაციის კომუნიკაციების გაანალიზებით გაიგებთ, სინამდვილეში, როგორ მიმდინარეობს სამუშაო პროცესი.

უზრუნველყავით ხილვადობა

ხილვადობა მოიცავს იმაში დარწმუნებას, რომ თანამშრომლებს ესმით და შეუძლიათ თვალი მიადევნონ, რა როლი აქვთ მათ მიერ შესრულებულ სამუშაოს ორგანიზაციული მიზნების მიღწევაში. დღეს, ორგანიზაციებში ასეთი მიდგომა ნაკლებად არის. კვლევებით დასტურდება, რომ კომპანიებში თანამშრომელმა ნახევარზე ცოტამ თუ იცის, რა მისიას ემსახურება. ხილვადობა მათ სამუშაოს გაცნობიერებულად კეთებაში ეხმარებათ.

თქვენს თანამშრომლებს ხილვადობა სჭირდებათ მათი საქმიანობის შედეგიანობაშიც. მათ უნდა ჰქონდეთ ინსტრუმენტები ამ შედეგიანობის გასაზომად, დროსთან მიმართებაში. ტექნოლოგიები, რომლებიც სამუშაო დატვირთვის გაზომვაში დაეხმარებათ, როდესაც შესასრულებელი დავალება, პროექტი თუ მიზანი მათ სამუშაო გრაფიკს სცდება. ეს თქვენს თანამშრომლებს შესაძლებლობას მისცემს გამოიყენონ შეფასებითი მიდგომა, უბრალო მოქმედებების ნაცვლად.

წაახალისეთ ეფექტიანობა

ბევრი მიიჩნევს, რომ ეფექტიანობა პროდუქტიულობის ახლებური გაგებაა. პროდუქტიულობა არის დროის ერთეულში მიღებული შედეგი, მაშინ, როცა ეფექტიანობა არის დროის ერთეულში შესაძლო საუკეთესო შედეგი. ნუ აურევთ ამ ორ ცნებას. იმის პარალელურად, რომ სამუშაოს ახლებურ ეპოქაში გადავდივართ, საქმე ეხება არამხოლოდ მაქსიმალური მოცულობის საქმის შესრულებას, არამედ სწორი ამოცანის საუკეთესოდ შესრულებას.

ეფექტიანობა, ასევე, არის საკვანძო ფაქტორი, რაც სამუშაოსა და პირად ცხოვრებაში ბალანსის დაცვაში გვეხმარება და გადაწვისგან გვაზღვევს. როდესაც თანამშრომლებს ეფექტიანი მუშაობის საშუალებას აძლევთ, მათ გადაწვისგანაც აზღვევთ. Asana-ы კვლევით დადასტურდა, რომ გადაღლილ თანამშრომელთაგან ყოველი მესამე ამბობს, რომ მეტისმეტად დატვირთული იყო საქმით, არამკაფიო როლის, ფუნქციებისა და ამოცანების გამო.

განსაკუთრებული ბუნდოვანება ამ პროცესში ჰიბრიდულ სამუშაო მოდელზე გადასვლას მოყვა. ეს დასტურდება იმ ფაქტითაც, რომ თანამშრომლები პირადი დროის 60%-საც კი, ისევ სამუშაოს უთმობენ, ისეთ ამოცანებს, რომლებიც სრულიად არ ეხება სტრატეგიულ დავალებებს, რისი შესრულებისთვისაც დაიქირავეს.

 

წყარო: inc.



ნახეთ: მიკროსკოპული სკულპტურებით შექმნილი ფრინველთა სამყარო

ახალი ჰოლოგრაფიული კამერა უხილავსაც კი აფიქსირებს — თანაც, მაღალი გარჩევადობით