ახალი წლის მოსვლას ბავშვიც და დიდიც ერთნაირი მოუთმენლობით ელოდება. გარდა იმისა, რომ ამ ღამეს სასწაულებს ვიჯერებთ, საჩუქრებსაც არანაკლები სიხარულით ველოდებით.
ყველა თავისებურად ემზადება. ზოგი ზამთრის პირველივე დღეს, ზოგიც წლის ბოლოს, ზუსტად 31 დეკემბერს იწყებს საახალწლო ნაძვის ხის მორთვას, მაგრამ ყველას მაინც ერთი რამ გვაერთიანებს — ის, თუ როგორ ვაქციოთ ახალი წელი ერთ დიდ ჯადოსნურობად.
თუ შენც გინდა, შენთვის და საყვარელი ადამიანებისთვის 2023 წელი ჯადოსნობებით დაიწყოს, მაშინ აჩუქე მათ, რაც მართლა უნდათ. ამ ახალ წელს უსაჩუქროდ რომ არავინ დატოვო და საჩუქრების არჩევაშიც არ შეიზღუდო, 15 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, რე|ბანკის 2500-ზე მეტ მეგობარ ობიექტში 3 თვით გაზრდილი ვადები გელოდება!
აიღე რე|ბანკის ჯადოსნური ბარათი და საჩუქრების სიაც აქვე დაგხვდება:
აბა, გაიხსენე, ვის უნდა მთელი გულით ამ სეზონზე ახალი თხილამურებით სრიალი? მის გახარებას თვეში მხოლოდ 289 ლარად შეძლებ, თანაც ადრენალინში ახლა 30%-იანი ფასდაკლება გელოდება. თხილამურების ღირებულება 3-ის ნაცვლად, 6 თვეზე გადანაწილდება თანაბრად, რაც ეფექტურ 0%-ს ნიშნავს.
ვის გაუგია საახალწლო ჟრიამული ბავშვების საჩუქრების გარეშე? თოვლის ბაბუის როლის მორგება კი მართლაც საპასუხისმგებლო ამბავია. XS Toys-ში თუ შეივლი, საჩუქრების ღირებულება ტოპ|ქარდით 3+3 თვეზე, რაც მთავარია ეფექტურ 0%-ად გადაგინაწილდება, თანაც იმდენი რამ დაგხვდება, ხელცარიელი ძალიანაც რომ მოინდომო, ვერ დაბრუნდები…
თუ საჩუქრების იდეები შემოგაკლდა, ჩაუჯექი ახალი წლის კატეგორიას Veli.Store-ზე. რასაც არ უნდა ეძებდე, მანდ ყველაფერს იპოვი. თან ისე, რომ არც მაღაზიის სალაროებთან უსასრულო რიგში დგომა მოგიწევს და არც ქალაქის საცობებში. შეუკვეთავ ონლაინ და თბილისში სულ რაღაც 3 საათში მიიღებ. ტოპ|ქარდით გადახდილ თანხას კი 6 თვეზე თანაბრად გადაანაწილებ. როგორ? რა თქმა უნდა, ეფექტურ 0%-ად.
რე|ბანკის პარტნიორებთან ნებისმიერი სტილის საჩუქარს შეარჩევ. შეგიძლია იყიდო საახალწლო დეკორაციები და აქსესუარები, წვრილი თუ მსხვილი ტექნიკა, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თავის მოვლის საშუალებები… რადგან რე|ბანკის მეგობარი ბრენდები არიან: იუსკი, ზუმერი, ბიბლუსი, Dressup-ის მაღაზიათა ქსელი, ისი-პარი, ალკორიუმი და კიდევ უამრავი სხვა.
ესეც ასე, აღმოჩნდა, რომ ტოპ|ქარდით საჩუქრების შერჩევაში შეზღუდული ნამდვილად არ ხარ, შეგიძლია თამამად გაზარდო საჩუქრების სია, მოიმარჯვო ჩვენი ჯადოსნური ბარათი და აჩუქო ის, რაც მართლა უნდა.
თუ ჯერ არ გაქვს ტოპ|ქარდი, ახლა მისი აღებისთვის საუკეთესო დროა. მოითხოვე მარტივად და მიიღე თბილისის მასშტაბით სასურველ მისამართზე.
[პარტნიორის კონტენტი]