in

როგორ ვითარდება რე|ბანკის მარკეტინგული კომუნიკაცია, დაარსებიდან დღემდე?

2019 წელს, ქართულ ფინანსურ ბაზარზე ახალი ბრენდი – რე|ბანკი გამოჩნდა. პაშა ბანკის ქვებრენდი საცალო სამომხმარებლო ბაზარზე იყო გათვალისწინებული. თავად სახელი რე|ბანკი საბანკო მომსახურების გადააზრებას ასახავდა სიმბოლურად. გუნდის მიზანი იყო მომხმარებლისთვის თავი არამხოლოდ მიმზიდველი სერვისებით, არამედ სოციალური პროექტებითაც დაემახსოვრებინა თავი. რე|ბანკის გუნდის წარმატების საიდუმლო  განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვაა. სწორედ ამან შეაძლებინა პანდემიისდროინდელ გამოწვევებთან გამკლავება და ახალ ეტაპზე გადასვლა. საინტერესოდ ვითარდებოდა რე|ბანკის საკომუნიკაციო კამპანიაც. ბრენდი აქტიურად უჭერს მხარს კედლის მხატვრობას პროექტით TBILISI MURAL FEST. ასევე, მიუსაფარი ძაღლებისთვის ვაქცინაციისა და პირველადი დახმარებისთვის ვეტერინარული ოთახი გახსნა. ყურადღება ექცევა პროდუქტებსაც – ტოპ|ქარდით მიმზიდველი აქციებით შეგიძლიათ ისარგებლოთ, როგორც ბრენდულ მაღაზიებში, ასევე, ბენზინგასამართ სადგურებზე. მაინც, როგორ ვითარდებოდა რე|ბანკის მარკეტინგული კომუნიკაცია ამ სამი წლის მანძილზე? ამის შესახებ რე|ბანკის საცალო მარკეტინგის უფროსი დიანა თიგიშვილი და პაშა ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი ანანო ქორქია გვესაუბრნენ.

M: ქართულ ფინანსურ ბაზარზე საკმაოდ ბევრი ბანკი თუ საფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს. რა გამოწვევების წინაშე იდექით, როდესაც რე|ბანკი გამოჩნდა?

რე|ბანკმა, პაშა ბანკის შვილობილმა საცალო საბანკო ბრენდმა, 2019 წელს დაიწყო ოპერირება საკმაოდ კონკურენტულ ქართულ საბანკო სივრცეში. ჩვენი, როგორც ახალი ბრენდის, საფინანსო ინსტიტუტის, უმთავრესი გამოწვევა იყო ცნობადობის და რაც უფრო მნიშვნელოვანია, სანდოობის მოპოვება საზოგადოებაში.

კომუნიკაციის ძირითადი ნაწილი დავიწყეთ 2019 წლის მიწურულს და 2020-ში დაგეგმილი მსხვილმასშტაბიანი აქტივობები პანდემიამ ახალი გამოწვევებით ჩაანაცვლა.

M: რა იყო თქვენი, როგორც მარკეტინგის გუნდის მთავარი ამოცანა რე|ბანკის ბაზარზე გამოჩენისას?

რე|ბანკის შექმნისას და მისი წარდგენისას, ჩვენი მთავარი ამოცანა იყო მომხმარებლისთვის გამორჩეულად მიმზიდველი საბანკო ბრენდის შექმნა, რომელიც ისაუბრებდა თავისი საქმით – საბანკო პროდუქტებით და მომსახურებით – და არა დაპირებებით. რა თქმა უნდა, ამისთვის იყო განსაზღვრული დროის მონაკვეთი და წარმატების საზომი მაჩვენებლები. ვთვლით, რომ პანდემიის მიუხედავად, რომელიც რე|ბანკის არსებობის პირველ წლებს დაემთხვა, მაინც შევძელით ბრენდის სწორად კომუნიკაცია სამიზნე აუდიტორიასთან.

M: როგორ გეგმავდით კონკურენტუნარიანობის მოპოვებას?

კონკურენტუნარიანობის მოპოვება რე|ბანკმა შეძლო თავისი მთავარი დაპირებით: მომხმარებლებისთვის გაემარტივებინა საბანკო ყოველდღიურობა, შეეთავაზებინა მათთვის მოგებიანი პროდუქტები, არ ჰქონოდა დაფარული საკომისიოები ან გადასახადები, საპროცენტო განაკვეთები კი როგორც სესხებზე, ასევე ანაბრებზე ყოფილიყო კონკურენტული. რე|ბანკი ჯერ ძალიან პატარაა, თუმცა უკვე წარმატებით დაიმკვიდრა თავისი მზარდი ნიშა ქართულ საფინანსო სივრცეში. მომხმარებლებს შორის კმაყოფილების რეგულარული ზრდა, რომელიც ძალიან გვახარებს, ვფიქრობთ, კონკურენციაში გამარჯვების ერთადერთი რეალური შანსია და სწორედ ამაზე ვართ მთელი გუნდი ფოკუსირებული: მაქსიმალურად მოგებიანი პირობები შევთავაზოთ როგორც მომხმარებლებს, ასევე პარტნიორებს და სწორედ მათი კმაყოფილებით შევძლოთ ლოიალური კლიენტების ყოლა.

M: რე|ბანკის ბაზარზე გამოჩენიდან თითქმის სამი წელი გავიდა. როგორ შეაფასებთ იმ ძალისხმევის შედეგებს, რაზეც მარკეტინგის გუნდმა იმუშავა?

რე|ბანკის სრულ გუნდს, ისევე, როგორც თავად ბრენდს, დიდ გამოწვევებთან მოუწია შეჭიდება. 2020 წლის დასაწყისში პანდემია დაიწყო, რის გამოც ჩვენს გუნდს უმოკლეს ვადებში მოუწია საბანკო მომსახურებების თითქმის სრულად გაციფრულება. მარკეტინგული კომუნიკაციის ფორმატიც შეიცვალა და გარე აქტივობებმა თუ განთავსებებმა მეტწილად ციფრულ სივრცეში გადაინაცვლა. სულ ახლახან, თებერვალში, ჩვენ კიდევ უფრო გავამარტივეთ ტოპ|ქარდისა და სესხის ონლაინ აპლიკაცია. ადამიანი სასურველ პროდუქტს ვებგვერდზე ირჩევს და სულ რაღაც ორ წუთში, სრულად დისტანციურად, მთელი პროცესი დასრულებულია. ჩვენი სამიზნე სეგმენტების გათვალისწინებით, მუდმივად გვიწევს ახალ შეთავაზებებზე და მათთან მისასვლელ ახლებურ გზებზე ფიქრი, რაც, ვფიქრობთ, ძალიან საინტერესოა მარკეტერისთვის.

M: როგორი იყო კონტენტის სტრატეგია, ამ დროის მანძილზე, რაც შედეგების მიღწევაში დაგეხმარათ?

რე|ბანკის ე.წ. tone of voice არის მეგობრული, პირდაპირი და გამჭვირვალე. ჩვენ არ ვლაპარაკობთ ზედმეტს, ვინაიდან ჩვენი შეთავაზებები და პროდუქტები ამბობენ ჩვენს სათქმელს. შესაბამისად, ამ ტონალობის გათვალისწინებითაც იქმნება ჩვენი ქონთენთი – ყოველთვის ლაკონური, პირდაპირი გზავნილებით, მზა შეთავაზებებით.

M: როგორია სამომავლო გეგმა, მარკეტინგული თვალსაზრისით?

წელს, რე|ბანკი საკმაოდ აქტიურია მარკეტინგული კომუნიკაციის კუთხით და ასეც ვგეგმავთ გაგრძელებას. ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდები გვიმაგრებენ ზურგს სხვადასხვა მიმართულებით და გეგმები საკმაოდ მრავალფეროვანია. წელს, ფაქტობრივად, პირველად მოგვეცა საშუალება, რომ ATL კომუნიკაცია ჩაგვეშვა, რაც, ვფიქრობთ, ძალიან დაგვეხმარება მიზნების მიღწევაში. არსებული გეგმის მიხედვით, სამომავლოდ კიდევ უფრო მეტად გავაქტიურდებით, რაც ძალიან გვახარებს და მოტივაციას გვმატებს.


რე|ბანკი პაშა ბანკის საცალო მიმართულების ქვე-ბრენდია, რომელიც 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ საბანკო სივრცეში და მომხმარებელს ძირითად საბანკო პროდუქტებთან ერთად სთავაზობს შოპინგ ბარათს ტოპ|ქარდი. ტოპ|ქარდის შესახებ ინფორმაციის ნახვა და მისი შეკვეთა შესაძლებელია ვებგვერდზე https://rbnk.ge/3l1jzrO

ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის – ლიბერთის CSR ანგარიში და მრჩეველთა საბჭო წარდგენა

10 ტექნოლოგიური სიახლე საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის