in

განაახლე გარდერობი შენი ტოპ|ქარდით – რე|ბანკის აქცია

რე|ბანკს ახალი აქცია აქვს – 1-დან 30 აპრილის ჩათვლით ბანკის პარტნიორ ტანსაცმლის მაღაზიებში ტოპ|ქარდით გადახდისას, დანახარჯი სტანდარტული 3 თვის ნაცვლად, თანაბრად გადანაწილდება 6 თვეზე, ეფექტური 0%-ით. აქციაში მონაწილეობენ ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა: რითეილ გრუპ ჯორჯიას ქსელი – ზარა, მანგო, ოიშო, ბერშკა, ფულ & ბეარი და სხვა, დრესაპის მაღაზიები – შუზ ფექთორი, მავი, ეტამი, ადიდასი, ლი, ვრანგლერი და სხვა, ჯითექსის ბრენდები – ოვს, ტერანოვა, პენტი, მატალანი, ასევე ნავნეს მაღაზიათა ქსელი, სალამანდრა და ელ სი ვაიკიკი. აქცია ვრცელდება პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე, მათ შორის ფასდაკლებულ კოლექციებზე. აქციაში მონაწილე მაღაზიების სრული ჩამონათვალის ნახვა შესაძლებელია რე|ბანკის ვებგვერდზე.

რა არის ტოპ|ქარდი?

ტოპ|ქარდი რე|ბანკის შოპინგბარათია, რომლითაც მყიდველი გადახდილ თანხას ბანკის პარტნიორ ობიექტებში რამდენიმე თვეზე ანაწილებს, ყოველგვარი დანამატის გარეშე. ამ ბარათის ლიმიტი 250-დან 10 000 ლარამდეა. მოთხოვნილი ლიმიტი ერთხელ მტკიცდება ბარათზე და მომხმარებელს მისი გამოყენება შეუზღუდავად შეუძლია. თითოეული შენატანის გადახდის შემდეგ, შევსებული ლიმიტის ხელახლა გამოყენებაა შესაძლებელი, რაც ტოპ|ქარდის მფლობელს თავისი ფინანსების გონივრულად მართვის საშუალებას აძლევს. 

თუკი ტოპ|ქარდის აღებით დაინტერესდებით, შეგიძლიათ ესტუმროთ ბანკის ვებგვერდს ან პარტნიორ სავაჭრო და მომსახურე ობიექტებსა და ფილიალებს:

  • თბილისი, პეკინის გამზირი #19
  • თბილისი, ზაარბრუკენის მოედანი, სასტუმრო „მოქსის“ მიმდებარედ
  • ბათუმი, ილია ჭავჭავაძის ქუჩა #55
  • ქუთაისი, აკაკი წერეთლის ქუჩა #5

ტოპ|ქარდის აღება უფასოა და მეტიც, მისი პირველად მოხმარების შემთხვევაში, ანგარიშსწორება 6 თვეზე ნაწილდება. ამ პირობით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში ტერმინალზე ან ონლაინ, საქართველოში და საზღვარგარეთაც.

ზოგადად, რე|ბანკს უკვე 2,000-ზე მეტი პარტნიორი ობიექტი ჰყავს სხვადასხვა სფეროში. ესენია: აფთიაქები, სუპერმარკეტები, ბენზინგასამართი სადგურები, სასტუმროები, რესტორნები და სხვა. მათთან ტოპ|ქარდით შოპინგისას გასათვალისწინებელია, თუ რამდენ თვეზეა შესაძლებელი თანხის გადანაწილება. ამის გაგება რე|ბანკის ვებგვერდსა და კონტაქტ ცენტრში შეგიძლიათ – +995 32 222 25 25 | *2525.

[R]

რას კითხულობ, მნიშვნელოვანია

აუგმენტურ რეალობაში შექმნილი დიზაინი – HYUNDAI