in

რე|ბანკის და Mastercard-ის ქეშბექის ერთობლივი აქცია ტოპ|ქარდის მომხმარებლებისთვის

1 ივლისიდან – 31 აგვისტოს ჩათვლით ტოპ|ქარდის ყველა მომხმარებელი ჩაერთვება რე|ბანკისა და Mastercard-ის ქეშბექის ერთობლივ აქციაში. ფიქსირებული 10% ქეშბექი დაბრუნდება ტოპ|ქარდით ყველა გადახდაზე, საქართველოს მასშტაბით აგროჰაბში, ავერსის, ჯიპისისა და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელებში; ასევე გალფის, ვისოლისა და სოკარის ბენზინგასამართ სადგურებში.

ამასთან, აღნიშნულ ობიექტებში გადახდილი თანხა თანაბრად გადანაწილდება 3 თვეზე, ყოველგვარი დანამატის გარეშე, ეფექტური 0%-ით. ქეშბექისა და თანხის გადანაწილების პირობა იმოქმედებს ფასდაკლებისა და ლოიალობის ბარათების გამოყენების შემთხვევაშიც.

ქეშბექის აქციას ეტაპობრივად დაემატებიან სხვა კომპანიებიც, რის შესახებაც რე|ბანკი დამატებით გაავრცელებს ინფორმაციას.

რა არის ტოპ|ქარდი?

ტოპ|ქარდი შოპინგ ბარათია რე|ბანკისგან, რომლითაც მყიდველი ბანკის პარტნიორ ობიექტებში გადახდილ თანხას ანაწილებს რამდენიმე თვეზე, ყოველგვარი დანამატის გარეშე, ეფექტურ 0%-ად. ტოპ|ქარდის საშუალებთ რე|ბანკის მომხმარებლებს შეუძლიათ, გონივრულად და ეფექტურად მართონ საკუთარი ფინანსები.

ტოპ|ქარდის ლიმიტი 250-დან 10 000 ლარამდეა. ბარათზე ერთხელ მტკიცდება მოთხოვნილი ლიმიტი და მისი გამოყენება შეუზღუდავად არის შესაძლებელი. თითოეული შენატანის გადახდის შემდეგ, შევსებული ლიმიტის გამოყენება თავიდან შეიძლება მრავალჯერადად.

რე|ბანკს უკვე 2,000-ზე მეტი პარტნიორი ობიექტი ჰყავს სხვადასხვა სფეროში: აფთიაქები, სუპერმარკეტები, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ავეჯის და ტექნიკის მაღაზიები, სასტუმროები, რესტორნები, ბენზინგასამართი სადგურები და სხვა. თუ რამდენ თვეზეა შესაძლებელი თანხის გადანაწილება ტოპ|ქარდით შოპინგისას თითოეულ სავაჭრო ობიექტზე, შეგიძლიათ, გაიგოთ რე|ბანკის ვებგვერდზე და კონტაქტ ცენტრში: +995 32 222 25 25 | *2525

ტოპ|ქარდის აღება სრულიად უფასოდაა შესაძლებელი დისტანციურად ვებგვერდზე. ასევე, რე|ბანკის პარტნიორ სავაჭრო და მომსახურე ობიექტებში და ფილიალებში:

თბილისი, პეკინის გამზირი #19

თბილისი, ზაარბრუკენის მოედანი, სასტუმრო „მოქსის“ მიმდებარედ

ბათუმი, ილია ჭავჭავაძის ქუჩა #55

ქუთაისი, აკაკი წერეთლის ქუჩა #5

ამასთან, ტოპ|ქარდის აღების შემთხვევაში, ნებისმიერი პირველი შენაძენის ღირებულება, სადაც არ უნდა მოხდეს ტოპ|ქარდით ანგარიშსწორება, 6 თვეზე თანაბარ გადახდად გადანაწილდება, ყოველგვარი დანამატის გარეშე. ამ პირობით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში ტერმინალზე ან ონლაინ, საქართველოში და საზღვარგარეთაც.

ქეშბექის მაქსიმალური ოდენობაა 50 ლარი თვეში. ქეშბექის დაბრუნება მოხდება მომდევნო თვის 15 რიცხვამდე.

[პარტნიორის კონტენტი]

სამუშაო სტრესი მონსტრად იქცევა — Asana-ს კრეატიული რეკლამა

სილქნეტის ციფრულ ეკოსისტემას ორი მუსიკალური გიგანტი, BILLBOARD და Deezer შეუერთდა