in

„ევროპროდუქტის” ყველა ფილიალში ტოპ|ქარდით სარგებლობაა შესაძლებელი – რე|ბანკს ახალი მეგობარი ჰყავს

რე|ბანკი სულ უფრო ზრდის მეგობრების სიას და ამჯერად მას სუპერმარკეტების ქსელი „ევროპროდუქტი” შეუერთდა, რომელიც ევროპაში დამზადებულ მაღალი ხარისხის პროდუქტებს სთავაზობს მომხმარებელს. თუ ტოპ|ქარდის მფლობელი ხართ, „ევროპროდუქტის” ყველა ფილიალში სპეციალურად ამ ორი პარტნიორი კომპანიის შეთავაზებებით ისარგებლებთ – ტოპ|ქარდით გადახდილი თანხა 3 ტოლ ნაწილად გაიყოფა, ეფექტურ 0%-ად. 31 აგვისტოს ჩათვლით კი აქციაა – ევროპროდუქტის ქსელში ტოპ|ქარდით გადახდაზე 10% ქეშბექის სახით დაბრუნდება.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის. „ევროპროდუქტთან” დამეგობრება რე|ბანკის დაბადების დღის აქციას დაემთხვა, ამიტომ 21 აგვისტოს ჩათვლით, დანახარჯი გადანაწილდება გათვალისწინებული სტანდარტულ 3-თვიანი პირობის +3 თვეზე, ანუ 6 თანაბარ ნაწილად. 

მნიშვნელოვანია, იცოდეთ ისიც, რომ ტოპ|ქარდით გადახდა და თანხის გადანაწილება თვეებზე შესაძლებელი იქნება როგორც „ევროპროდუქტის” ლოიალობის ბარათის გამოყენების დროს, ისე ფასდაკლების კვირეულში მონაწილე პროდუქტების შეძენისასაც. 

გავიხსენოთ, რა არის ტოპ|ქარდი?

ეს რე|ბანკის შოპინგ ბარათია, რომლის აღებაც უფასოდ შეგიძლიათ. ლიმიტი წინასწარ მტკიცდება და ბანკის პარტნიორ ობიექტებში სასურველი ნივთის შეძენისას ხარჯები რამდენიმე თვეზე ნაწილდება, ყოველგვარი ნამატის გარეშე. ლიმიტი 250-დან 10 000 ლარამდეა, რომელიც ერთხელ მტკიცდება და მისი გამოყენება შეუზღუდავადაა შესაძლებელი. დამტკიცებული თანხის განაღდება საქართველოში და საზღვარგარეთ ნებისმიერი ბანკომატიდან არის შესაძლებელი. 

რე|ბანკისა და „ევროპროდუქტის” დამეგობრებაზე თავად ამ კომპანიის წარმომადგენლები მოგვიყვებიან. „მარკეტერის” კითხვებს რე|ბანკის საცალო მარკეტინგის განყოფილების უფროსი, დიანა თიგიშვილი პასუხობს: 

M: რე|ბანკის პარტნიორთა სია სულ უფრო იზრდება. რამდენად მნიშვნელოვანია ბანკისთვის, რომ მრავალფეროვანი კატეგორიის პარტნიორები ჰყავს?

ტოპ|ქარდის მთავარი უპირატესობა – თანხების გადანაწილება თვეებზე თანაბრად – შესაძლებელია ჩვენს მეგობარ მაღაზიებში. შესაბამისად, ადამიანებს რომ მრავალფეროვანი არჩევანი მივცეთ და არ შევზღუდოთ სურვილებში, თუ სად გადაანაწილონ თანხები, რე|ბანკში ჩვენი მიზანია, დავიმეგობროთ ყველა მაღაზია ონლაინ თუ ოფლაინ. 

2019 წელს 200 პარტნიორი ბრენდით გავეცანით მომხმარებლებს, დღეს კი 2500-ზე მეტი მეგობარი მაღაზია გვაქვს და მათი რაოდენობა ძალიან სწრაფად იზრდება. შერჩევის პროცესში ძალიან ხშირად ვითვალისწინებთ ჩვენი მომხმარებლების რეკომენდაციებსაც.

M: როგორ შედგა „ევროპროდუქტთან” თანამშრომლობა, რატომ შეაჩერა რებანკმა არჩევანი ამ კომპანიაზე?

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა სამომხმარებლო კატეგორიაში ადამიანებს მივცეთ ხარჯის თვეებზე გადანაწილების საშუალება. ევროპროდუქტის ქსელიც დიდი ხანია ჩვენთვის სასურველი პარტნიორების სიაშია. 

ჩვენი დამეგობრება ტოპ|ქარდის მომხმარებელბისთვის ძალიან მომგებიან დროს შედგა, რადგან დაემთხვა რე|ბანკის დაბადების დღის და მასტერქარდის აქციებს. ევროპროდუქტის ქსელში გადახდილი თანხები მომხმარებელს 6 თვეზე გადაუნაწილდება 3-ის ნაცვლად (21 აგვისტოს ჩათვლით) და თან 10%-იან ქეშბექსაც დაიბრუნებს (31 აგვისტოს ჩათვლით). 

ასე რომ, ვისაც ჯერ არ აქვს ტოპ|ქარდი, შეუძლია თამამად დაფიქრდეს მის აღებაზე. ჩვენი მეგობარი ბრენდების სია დღითიდღე იზრდება და ყველანაირი საჭიროების თუ გემოვნების ადამიანი იპოვის თავისთვის სასურველ პროდუქტს თუ მომსახურებას ჩვენს პარტნიორებს შორის.

M: რამდენად კმაყოფილია ზოგადად რე|ბანკი ტოპ|ქარდის გამოყენების ინტენსივობით და როგორია მომხმარებლის უკუკავშირები?

რეგულარულ გამოკითხვებზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს მომხმარებლებს ტოპ|ქარდი ძალიან უყვართ და ხედავენ მის გამოყენებაში სარგებელს. რეალურად, ტოპ|ქარდი ზრდის მათ მსყიდველუნარიანობას და ეს პირველივე გამოყენების შემდეგ იგრძნობა. მარტივად რომ ვთქვა, ტოპ|ქარდით შესაძლებელია ყოველდღიური სურვილების ან უბრალოდ, საჭიროებების არგადადება, მყისიერად მიღება და თან უფასოდ, დამატებითი პროცენტების ან გაზრდილი საფასურების გარეშე. მაგალითად, ევროპროდუქტში ყოველკვირეულად არის ფასდაკლებების აქცია და დასანანია ამ შეთავაზების ხელიდან გაშვება, თან როცა სახლში ფასდაკლებული ნივთების ან საკვების საჭიროებაა. სწორედ ასეთ მომენტებშია ტოპ|ქარდი განსაკუთრებით მოსახერხებელი. 

ბარათის გამოყენების ინტენსივობით საკმაოდ კმაყოფილი ვართ. ამასთან, მუდმივად ვიკვლევთ და ვაკვირდებით მისი მოხმარების ქცევებს, მტკივნეულ მომენტებს, მომხმარებლების რეკომენდაციებს, რათა კარგად გვესმოდეს, რა არის გასაუმჯობესებელი და როგორ შეიძლება ტოპ|ქარდის გამოცდილება კიდევ უფრო სასიამოვნო გავხადოთ. 

თავის მხრივ დადებითად აფასებს ამ კოლაბორაციას „ევროპროდუქტიც”. ქსელის ყველა მაღაზიაში ყოველკვირეულად 300-ზე მეტი დასახელების პროდუქტია აქციაში. ეს ეხება როგორც იმპორტირებულ ისე ადგილობრივი წარმოების პროდუქტებს. მომხმარებელს საშუალება ექნება, თან ფასდაკლებითაც ისარგებლოს და თან დახარჯული თანხაც გაანაწილოს რამდენიმე თვეზე.

თორნიკე თავდიშვილი, „ევროპროდუქტის” ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი:

„ევროპროდუქტის მომხმარებლისთვის კომფორტის შექმნა ჩვენი მთავარი საზრუნავია.  გვსურს, რომ ყველას ჰქონდეს წვდომა, ევროპულ, მაღალი ხარისხის პროდუქტებთან. სწორედ ამიტომ  გადავწყვიტეთ რე|ბანკთან დამეგობრება. ეს ახალი შესაძლებლობაა,  შეიძინო პროდუქტები დღეს, მაგრამ თანხა გადაანაწილო 3 თვეზე, თუ  არ გინდა თანხის სრულად, იმ მომენტში გადახდა. 

ამის მთავარი ბენეფიტი ალბათ ისაა, რომ ტოპ|ქარდით სარგებლობას არანაირი დანამატი არ აქვს მომხმარებლისთვის.  ამ შემთხვევაში ორივე კომპანია ზრუნავს მომხმარებელზე და მის საჭიროებებზე, აძლევს არჩევანს და კონრეტული პროდუქტის ყიდვის შესაძლებლობას.  მთავარი იდეა არის მომხარებლის მხარეს, რაც ყველაზე მეტად მომწონს.

ვფიქრობ, ჩვენი ლოიალური მომხარებლების რაოდენობა გაიზრდება, მეტი ადამიანი შეძლებს, წვდომა ჰქონდეს სასურველ პროდუქტზე და ხარჯს გაანაწილებს კომფორტულად. ჩვენი მიზანიც ეს არის”.

[R]

გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება მიიღო

Herschel Supply Co, ხელოვანების დასახმარებლად, „კრეატივის ბანკს“ ქმნის