in

ადამიანებს, რომლებიც ყველა წესს არ იცავენ, ბიზნესი კარგად გამოსდით!

შესაძლებელია, თუ არა საკუთარი კომპანიის განვითარებაზე ზრუნვა ისე, რომ ეს სასარგებლოსთან ერთად, სასიამოვნოც იყოს? – თუ Harvard Business სკოლის ყველაზე ახალგაზრდა პროფესორს, ფრანჩესკა ჯინოს დავუჯერებთ – დიახ.

ფრანჩესკა ჯინო ავტორია წიგნისა „მეამბოხეობის ნიჭი“, რომელიც 2018 წლის საუკეთესო ბიზნესწიგნებს შორის სახელდება. წიგნის მთავარი სათქმელი არის ის, რომ მეამბოხე ადამიანები, რომლებიც შეგნებულად უგულებელყოფენ დაწესებულ ნორმებს, ან ძალიან დიდი ძალისხმევის გაღება უწევთ მათ შესასრულებლად, ბიზნესის კეთებისთვის ყველაზე შესაფერისები არიან. როგორც წიგნიდან ვიგებთ, ამ ტიპის ადამიანები უარყოფენ აზრს იმის შესახებ, რომ მათ მიერ წარმატების მიღწევის შესაძლებლობების ზღვარი არსებობს. მეამბოხე თანამშრომლები ზოგიერთი ხელმძღვანელისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. ისეთებისთვის, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანი არა კარგი იდეა, არამედ მისი ავტორია – ვის ეკუთვნის ის. საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად კი, ასეთი ხელმძღვანელები ინიციატივებს მტრობენ.

ლიდერები კი, რომლებსაც აქვთ მზაობა მეამბოხე თანამშრომლების ორიგინალური აზრების მოსასმენად, უკეთეს შედეგებს აღწევენ იმიტომ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია: სიახლე, ცნობისმოყვარეობა, სხვადასხვა პერსპექტივა, მრავალფეროვნება და ორიგინალურობა.

ქვემოთ ჩამოთვლილია სამი პრინციპი, როგორ გამოვიყენოთ მეამბოხე ადამიანების შესაძლებლობები კომპანიის კეთილდღეობისთვის:

წაახალისეთ კონსტრუქციულად გამოხატული განსხვავებული აზრი 
რატომ აჰყავთ ორგანიზაციაში ნიჭიერი თანამშრომლები, თუ მათ შემოქმედებითი იდეების გამოთქმისა, ანდაც, განხორციელების საშუალებას არ მისცემენ?! ლიდერები ამას საჯაროდ და ძალიან ოსტატურად აკეთებენ. ჯერ თანამშრომლებს წაახალისებენ კონკრეტული საკითხისადმი განსხვავებული მიდგომისთვის, შემდეგ კი, იგნორს უკეთებენ მათ აზრს.

თუ გინდათ, რომ კომპანია განვითარდეს, პირველ რიგში, ის უნდა გაიაზროთ, რომ ერთადერთი ვერ იქნებით, ვინც ორგანიზაციას საუკეთესო იდეებით უზრუნველყოფს.

დაიწყეთ სულ თავიდან
როგორ შეიძლება ხელი შევუწყოთ მეამბოხე თანამშრომლებს, რომ ახალი იდეები მოიფიქრონ? პირველ რიგში, უბიძგეთ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიძიონ იმ სფეროზე, რომელშიც საქმიანობა უწევთ. მაგალითად, უთხარით მათ, რომ მომხმარებლების პრობლემები შეისწავლონ და მოიფიქრონ ამ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზებზე. შემდეგ კი, სამი საბაზისო კითხვით, დეტალურად გამოჰკითხეთ, რა გაარკვიეს:

  • რა ფაქტორები – ფასი, ხარისხი და ა.შ. უბიძგებს მომხმარებელს, კონკრეტული ბრენდის პროდუქტის შესაძენად?
  • რამდენად კარგად აღიქვამენ მომხმარებლები იმ ფაქტს, რომ კონკურენტი კომპანიები სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით სთავაზობენ კლიენტებს საკუთარ პროდუქტს?
  • რა შესაძლებლობებია ბაზარზე: პროდუქტის განვითარება, წარმოება, მომსახურება – თქვენს კომპანიას, კონკურენტთან შედარებით, რომელიმე კომპონენტის გაუმჯობესება ხომ არ სჭირდება?
მიეცით თავისუფლება, რომ ამ ფუნდამენტურ შეკითხვებს უნიკალური პასუხები გასცენ.

წაახალისეთ კოლაბორაციები
სამუშაო ადგილზე კოლაბორაციები – რამდენიმე ტვინის ერთად მუშაობა, როგორც წესი, უფრო ეფექტურ შედეგს გვაძლევს ხოლმე. და რა თქმა უნდა, ხელმძღვანელმა ასეთი ინიციატივები უნდა წაახალისოს. თუმცა, რიგ შემთხვევებში, დასმულ ამოცანას, ყველაზე უკეთ, თანამშრომელთა შემთხვევითი დიალოგები ჭრის, მაგალითად, თათბირზე. როცა კონკრეტული დავალების მიზნები და ამოცანები ყველასთან ერთად განიხილება. შედარებისთვის, კარგი მაგალითი იქნებოდა „ტრივია“, რომელიც ლათინური სიტყვიდან „სამი გზა“ მოდის. ადამიანები, განსხვავებული პოზიციებიდან, პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზას პოულობენ, ბოლოს კი, გადაკვეთის წერტილში, ერთმანეთს ხვდებიან.
წყარო: Inc


სმარტფონი, რომელსაც „ურჩხული“ უწოდეს – Nokia 6.1+

Facebook-ზე პეტიციების ფუნქცია ამოქმედდა