11
Jan
2019

იყავი მეამბოხე და დაამსხვრიე მოდის წესები – მეორადი ტანსაცმლის ვებგვერდი სტერეოტიპების წინააღმდეგ

11 Jan 2019

კობი
კობი


ყოველდღიურად, მოდა გვიწესებს სხვადასხვა სტანდარტსა და წესს, რომელიც, ხშირად, „მოდაში გარკვეული“ გარშემომყოფების რჩევებში გამოიხატება. „ცისფერი და შავი ერთმანეთს არ შეუხამო“, „არ ენდო მეორად ტანსაცმელს“, „არ აჩვენო მკერდი“, „არ შემოაწყო ფეხები მაგიდაზე“, „ოქროსფერი აბერებს“ – მოდის ინდუსტრიაში დამკვიდრებული ის სტერეოტიპული შეხედულებებია, რომლების დამსხვრევასაც გერმანული მეორადი ტანსაცმლის საიტი Rebelle.com გვთავაზობს. სააგენტო Überground GmbH-ის დახმარებით მომზადებული ვიდეორგოლის მთავარი გმირი საინტერესო მეამბოხე გოგონაა, რომელიც მოდაში დამკვიდრებულ წესებს პირდაპირ ომს უცხადებს.

 

განხილვა