უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, Burger King-მა კომპანიის სრული რებრენდინგი გადაწყვიტა – მათ შორის საგულისხმოა კლასიკური ლოგოს დაბრუნება და ვოპერის აქცენტირება.
განახლებული დიზაინის ხილვა მაიამის რესტორნის ვირტუალური ტურის მეშვეობით შეგვიძლია. ახალი ვიზუალი ეტაპობრივად “გავრცელდება” კომპანიის სხვა ფილიალებშიც, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხერხდება ეს, რადგან როგორც ცნობილია, Burger King თავის ყველა რესტორანს სასწრაფო და ერთიან ცვლილებას “არ აიძულებს”.
რებრენდინგის დროს Burger King-მა ლურჯი ფერი ამოიღო, რადგან “ლურჯი ფერის საჭმელი არ არის. პური არ ბრწყინავს” – ამბობს გლობალური მარკეტინგის მთავარი უფროსი, ფერნანდო მაჩადო. თითქოს ლოგომ კლასიკური ფორმები ბუნებრივად მოითხოვა და მისი იდეალური სახით წარმოსაჩენად, პროპორციები და შრიფტი გაუმჯობესდა.
მაჩადოს აზრით, შრიფტი რებრენდინგის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილია და მას ახასიათებს, როგორც “გემრიელს” და “ტკბილს”.
კომპანიის დიზაინი ვოპერის ფერების ინსპირაციითაც შეიცვალა.
ციფრული ბრენდინგი ყველაზე სწრაფი და ეფექტური გზაა ახალი დიზაინის სრულყოფილად წარმოსაჩენდად. Burger King-მაც არ დააყოვნა და მალევე შემოგვთავაზა ციფრული “სანახაობა”.
რა თქმა უნდა, დიზაინის ცვლილება თანამშრომლების უნიფორმებსაც შეეხო.
ასევე, შეიცვალა საკვების შეფუთვაც.
ახალი დიზაინი და ლოგო ღია სამზარეულოზეც ჩნდება.