in

დელტას რებრენდინგი – [EXCLUSIVE]

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ — საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. “დელტას,, ისტორია სათავეს XX-საუკუნის 60-იანი წლებიდან იღებს, 90-იანი წლების დასაწყისიდან კი კვლევითი ცენტრი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაუქვემდებარდა
დღევანდელი სახით სსსტც ,,დელტა,, 2010 წელს ჩამოყალიბდა, როდესაც ცენტრს ექვსი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და თბილისის 31-ე საავიაციო ქარხანა დაექვემდებარა. ორგანიზაციის მუშაობის სფერო ძირითადად ორიენტირებულია თავდაცვითი მრეწველობის და გარკვეულწილად სამოქალაქო მიმართულებით. ცენტრის ძირითადი ამოცანა ეროვნული სამხედრო მრეწველობის განვითარების ხელშეწყობაა.

BOG
BOG

delta

2014 წელს ‘დელტას’ კორპორატიული სტილის და და დიზაინის ცვლილების მოხდა, რომელიც DDB საქართველომ შეიმუშავა. მარკეტერი ექსკლუზიურად გთავაზობთ მასალას და ინტერვიუს, Delta-ს მარკეტინგის სპეციალისტ – ირაკლი მირზიკაშვილთან.

M: რატომ გაჩნდა დელტას რებრენდინგის აუცილებლობა?

ნებისმიერი ორგანიზაციის განვითარება უწყვეტი პროცესია და მას თან სდევს მუდმივი ცვლილებები უკეთესობისკენ. ბრენდი, როგორც საზოგადოების მხრიდან კომპანიის აღქმის მთავარი ფაქტორი მასთან ერთად უნდა ვითარდებოდეს. აქედან გამომდინარე ‘დელტას’ კორპორატიული სტილის რებრენდინგი მისი ორგანიზაციული რესტრუქტურიზაციისა და განახლების თანმდევი პროცესია.

დელტას რებრენდინგი

M: როგორ შეირჩა სააგენტო?

სააგენტოს შერჩევა მოხდა ტენდერის მეშვეობით და გაიმარჯვა DDB საქართველომ.

M: გარდა ვიზუალური ნაწილისა თუ არის ბრენდის სტრატეგიაში ცვლილებები?

ბრენდის ვიზუალური ნაწილის ცვლილება რებრენდინგის უკანასკნელი ეტაპი, ბრენდის სტრატეგიისა და არსის გარეგნული გამოხატულებაა. ‘დელტას’ ბრენდის სტრატეგია მისი მიზნიდან გამომდინარეობს: შევქმნათ მაღალი ხარისხის სამხედრო ტექნიკა და დავნერგოთ იგი, როგორც ქართულ შეიარაღებულ ძალებში, ასევე მოახდინოს მისი ექსპორტი. ჩვენ სურს საქართველომ დაიკავოს მნიშვნელოვანი ადგილი მსოფლიო საბრძოლო ტექნიკის მწარმოებელთა შორის.

პროდუქციის კატალოგები

’დელტას’ მისია საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან და თავდაცვის ეროვნული სტრატეგიიდან გამომდინარეობს. ცენტრის ძირითადი ამოცანა ეროვნული სამხედრო მრეწველობის განვითარების ხელშეწყობაა – თანამედროვე და ინოვაციური სამხედრო ტექნოლოგიების პროექტირება, წარმოებაში დანერგვა, მსოფლიო ტენდენციებს მორგებული საბრძოლო ტექნიკისა და შეიარაღების დაპროექტება, შექმნა და სერიული წარმოება.

დელტას მაისურები

M: რებრენდინგის პარალელურად გაქვთ ახალი ვებგვერდი..

‘დელტას’ ახალი ოფიციალური ვებ-გვერდი რებრენდინგის ბოლო ეტაპია  www.delta.gov.ge. მასზე იმუშავა ციფრულმა სააგენტო Redberry-მ. მისი კონცეფცია და ვიზუალი თანამედროვე ტენდენციებიდან გამომდინარე მაქსიმალურად მარტივი და მინიმალისტური ელემენტებითაა შექმნილი. საიტი მუშაობის საწყის ეტაპზე ორ, ქართულ და ინგლისურ ენაზეა. მისი მიზნობირივი აუდიტორია არის ქართული საბრძოლო ტექნიკის ნაწარმით დაინტერესებული როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო საზოგადოება. უახლოეს მომავალში იგეგმება ვებ-გვერდის არაბულ ენაზე გაშვებაც, რაც კიდევ უფრო გააფართოვებს ამ არეალს.

Lazika-delta

პეპსის საახალწლო ქართული რეკლამა

ყავის სახლის დიზაინის კონცეფცია – ლადო აზნაურაშვილის ნამუშევარი