in ,

თბილისში ახალი საკვირაო სკოლა “რებუსი” გაიხსნა

Startauperi
Startauperi

თბილისში ახალი საკვირაო სკოლა “რებუსი” გაიხსნა. სასწავლო პროგრამა 5-12 წლის ბავშვებზეა გათვლილი და სამ გაკვეთილს მსოფლიო ლიტერატურას, სახვით ხელოვნებასა და სამყაროს შემეცნებას მოიცავს. მარკეტერი სკოლის დამფუძნებლებს ნატალია ლუჩანინოვას და ანა გაბუნიას ესაუბრა:

M: როდის და როგორ გაჩნდა ასეთი სკოლის შექმნის იდეა?

რებუსიანა: საკვირაო სკოლის ჩამოყალიბების იდეა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა და მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ნატალიაც და მეც დედები ვართ და გაგვიჭირდა სტუდიის/ საკვირაო სკოლის პოვნა, სადაც ბავშვებს სწორედ იმ საგნებს ასწავლიდნენ, რაც ახლა “რებუსის” პროგრამაშია თავმოყრილი. მთელი ზაფხულის განმავლობაში ისეთი ფორმულის შემქმნაზე ვმუშაობდით, რომელიც ბავშვების და მშობლების უმრავლესობისთვის იქნებოდა საინტერესო, პრაქტიკული და რაც მთავარია, ექნებოდა მისაღები ფასი.

ნატალია: ასევე, გვქონდა დიდი სურვილი იმისა, რომ წამოგვეწყო ჩვენი საქმიანობა და ჩვენი იდეების რეალიზაციაზე გვემუშავა. თავიდანვე ორი სხვადასხვა მიმართულებით ავიღეთ გეზი – საკვირაო სკოლა და გარემოსა და ბუნების დაცვაზე ორიენტირებული ფონდი. გამომდინარე იქედან, რომ საკვირაო სკოლის გახსნა სექტემბრისთვის დავგეგმეთ, ზაფხულის მეორე ნახევარში მთელი ჩვენი დროის რესურსი სწორედ საგანმანათლებლო ნაწილს დავუთმეთ და ფონდის საქმიანობას მოგვიანებით დავუბრუნდებით. ვფიქრობ, რომ ანამ და მე შევძელით სწორი, გამოცდილი და მაღალკვალიფიციური კადრების ერთგუნდად შეკვრა და ჩვენი, პედაგოგებისა და ბავშვთა ფსიქოლოგის შრომა იმ შედეგს გამოიღებს, რომლისკენ სწრაფვის სურვილმაც გაგვაერთიანა.

M: საიდან გაჩნდა სკოლის სახელი?

ანა: რამდენიმე დღე მხოლოდ ამით ვიყავით დაკავებულები… ძირითადად ინგლისური სახელები მოგვდიოდა აზრად, რისი ქართული თარგმანიც აბსოლუტურად შეუსაბამო გამოდიოდა ჩვენი საკვირაო სკოლისთვის ან უბრალოდ არ ითარგმნებოდა. მერე გამიჩნდა იდეა, რომ მოგვეფიქრებინა სახელი, რომელსაც რებუსის დატვირთვა და გამოსახულება ექნებოდა ჩვენს ლოგოში.

ნატალია: ასე გაჩნდა ახალი ამოცანა – გვეპოვა სიტყვა, რომელიც კარგად გამოისახება მარცვლებითა და ნახატით და ამასთანავე, ჩვენი საქმიანობისთვის იქნებოდა მისაღები. შევჯერდით სიტყვა “რებუსზე” რომელიც იდეალურად მოერგო ჩვენს საკვირაო სკოლას, დააკმაყოფილა დასმული ამოცანის პირობა და მოგვცა იმის საშუალება, რომ სიბრძნისა და სწავლის სიმბოლო “ბუ” გამოგვეყენებინა ჩვენს ლოგოში.

M: თქვენ ახსენეთ რომ ეს საკვირაო სკოლაა, რას ნიშნავს საკვირაო სკოლა? რას ისწავლიან აქ ბავშვები?

ანა: საკვირაო სკოლა არის კლასგარეშე, დამატებითი საშუალება, სადაც ბავშვები თანატოლებთან ურთიერთობით, თამაშითა და გართობით შეიძინენ ცოდნას, მიიღებენ გამოცდილებას და ისწავლიან გუნდურ მუშაობას. ასევე, ბავშვებს რომლებიც სასკოლოდ ემზადებიან, დაეხმარება ადაპტაციაში და გაუადვილებს ცხოვრების ახალი ეტაპისთვის მომზადებას. ჩვენი საკვირაო სკოლა ბავშვებს ფარული ნიჭისა და შესაძლებლობების აღმოჩენაში, გაღვივებასა და განვითარებში დაეხმარება!

ნატალია: მსოფლიო ლიტერატურის, სახვითი ხელოვნებისა და სამყაროს შემეცნების გაკვეთილები პატარებს დაეხმარებათ პასუხი გასცენ ყველაფერს, რაც მათთვის ამოუცნობი, ახალი, უცხო და საინტერესოა. აქ ბავშვები თვითონ შექმნიან სხვადასხვა ნივთებს, დაამზადებენ კოლაჟებს, გაიღრმავებენ ცოდნას ავტორებისა და მათი ნაწარმოებების შესახებ, შეიყვარებენ კითხვას, გახდებიან საინტერესო ცდების თანამონაწილენი და გაიგებენ რა არის გრავიტაცია, როგორ იტევს დედამიწა წვიმის სახით მოსულ ნალექს, როგორია თეთრი ღამე, ვინ დაწერა მაუგლი, სად დაიბადა ასტრიდ ლინდგრენი და ა.შ.

ასევე მინდა ავღნიშნო, რომ დამატებითი საფასურის სანაცვლოდ შესაძლებელია ბავშვების ტრანსპორტირებით უზრუნველყოფაც.

რებუსის დამფუძნებლები

M: როგორ ფიქრობთ რამდენად დიდია ასეთ განათლებაზე მოთხოვნა დღესდღეობით? და საერთოდ თუ არსებობს ამ სფეროში კონკურენცია?

ნატალია: ოცდამეერთე საუკუნის მშობლები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ ბავშვის განათლებას, აღზრდასა და სწორ გზაზე დაყენებას. მხოლოდ სკოლის განათლებით თითქმის არცერთი ოჯახი არ კმაყოფილდება და ბავშვები დამატებით დაჰყავთ კერძო მასწავლებლებთან, სპორტულ წრეებზე, ასწავლიან ორ ან მეტ უცხო ენას, უშვებენ ქვეყნის გარეთ საზაფხულო სკოლებში და ასევე, მზად არიან სხვადასხვა ექსპერიმენტების ჩასატარებლად იმ იმედით, რომ ბავშვი რაღაც ახალს, საჭიროს და პრაქტიკულს ისწავლის. ის პროდუქტი რაც ჩვენ მშობლებს “რებუსის” სახით შევთავაზეთ, შეიძლება ითქვას რომ უნიკალურია და პირდაპირი კონკურენტის გამოყოფა შეუძლებელია. ძალიან ბევრ სტუდიაში ისწავლება ხატვა-ძერწვა და ხელგარჯილობა, სხვადასხვა წიგნებისს მაღაზიებში ეწყობა წიგნის კითხვის საღამოები, თუმცა, არსად ისწავლება სამყაროს შემეცნება ცდებზე დაყრდნობით. ერთად შეკრული და ერთ პროგრამად გაწერილი ეს სამი საგანი თბილისის არცერთ საკვირაო სკოლაში თუ სტუდიაში არ შეგხვდებათ.

M: რა ასაკის ბავშვებისთვის არის სკოლა და რა ღირს სწავლება?

ანა:  „რებუსი“ სამი ასაკობრივი ჯგუფის (5-7, 8-9, 10-12 წლის) ცნობისმოყვარე გოგო-ბიჭებზეა გათვლილი. ჯგუფების სასწავლო პროგრამა ბავშვების განვითარებისა და ინტერესების გათვალისწინებით იქნა შედგენილი. მეცადინეობები შაბათობით ჩატარდება და თვიური ფასი 160 ლარს შეადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვები უამრავ დამატებით წრეზე დადიან, შესაძლბელია მხოლოდ ერთი ან ორი გაკვეთილის არჩევა და ამ შემთხვევაში, თვიური საფასური 120 და 80 ლარს შეადგენს.

M: დაიტნერესების შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს მშობელი? 

ანა: პროგრამა ისე გავწერეთ, რომ ცალკე აღებული ნებისმიერი საგნის გაკვეთილიც კი არ იქნება გაუგებარი 11998808_1683714588528115_5739953688140154032_nბავშვისთვის. შესაბამისად, მშობელს სასწავლო პროგრამის ნებისმიერ დროს შეუძლია შემოიყვანოს შვილი “რებუსში” და ის მარტივად აუწყობს ფეხს პროგრამას.

ნატალია: დაკავებული მშობლის პოზიციიდან გამომდინარე, დავუშვით ისიც, რომ “რებუსში” დასწრება ერთჯერადად მოხდეს – ანუ გამოუვალი მდგომარეობის დროს, დედას ან მამას მარტივად შეეძლება შვილის ჩვენთან დატოვება ნებისმიერ შაბათს, სადაც ის გაიცნობს თანატოლებს, გაიგებს ბევრ საინტერესოს, შექმნის ან დახატავს რაიმე ნივთს და დადებითად დამუხტული დაბრუნდება სახლში.

დაინტერესებულ მშობლებს ვურჩევ მოძებნონ ჩვენი facebook­-ის გვერდი და გაიგონ უფრო მეტი იმის შესახებ თუ რას ვსაქმიანობთ ჩვენ, რა მიზნები და გეგმები გვამოძრავებს და ასევე, წაიკითხინ საინტერესო რჩევები ჩვენი ბავშვთა ფსიქოლოგისგან.

თბილისი 0179, ირ. აბაშიძის ქ. 15

ტელ: +995 577 222770 | +995 599 350055

[email protected] | www.rebusi.ge

 



25-26 სექტემბერს – FRESCO MUSIC FEST

გადახდა შესანიშნავია! მარკეტინგი შესანიშნავია! – Pay Sticker-ის ახალი სიცოცხლე!