in

უცვეთი საბურავი თვითაღდგენის ფუნქციით

veon
veon

ამერიკულმა კომპანია Goodyear-მა უცვეთი საბურავის კონცეპტი წარადგინა. საბურავს სახელად reCharge თვითაღდგენის ფუნქცია აქვს და მწარმოებლის თქმით, არასდროს ცვდება. თვითაღდგენის ეფექტი კი სპეციალური სითხით მიიღწევა, რომელიც საბურავის დისკის ცენტრშია მოთავსებული და საბურავის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანებულ ნაწილს ავტომატურად აღადგენს.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც ამ კონცეპტზე საუბრისას არ უნდა გამოგვრჩეს ისაა, რომ reCharge-ის გამოყენებას ზამთარ-ზაფხულ შეძლებთ. ეს კი ხელოვნური ინტელექტის დამსახურებაა, რომელიც საბურავს მეტად ტექნოლოგიურად აქცევს და რომლის დახმარებითაც, გაცვეთილი საბურავის აღსადგენი ნივთიერების სწორი შერჩევა ხდება. შერჩევა ამინდისა და გზის ზედაპირის გათვალისწინებით. ჯერჯერობით, reCharge-ის ფასი უცნობია, ისევე, როგორც ის, თუ როდის უნდა ველოდოთ მისი წარმოების დაწყებას.

სახლიდან მუშაობა სტრატეგიული მენეჯმენტის ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილებაა!

როგორ შეიცვალა, საქართველოში, საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა?