8
Feb
2019

სოციალურ პრობლემებზე შექმნილი “წითელი და შავი” ილუსტრაციები

8 Feb 2019

დღევანდელ სამყაროში, რომელშიც პრობლემები და უსამართლობის გამოვლინებები გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, სამყაროში, რომელშიც ხშირად დამრეგულირებელი მექანიზმები მორღვეულია ან უბრალოდ არ არსებობს, რთულია, არ მოგინდეს გამოხატო ის, რასაც ფიქრობ. გერმანელი ილუსტრატორი სერხიო ინგრავალი კი სწორედ ამას აკეთებს. “ვიზუალური ენა” ეხმარება, საკუთარი თავიდან დღის შუქზე გამოიტანოს აზრები და იდეები, შემდეგ კი საზოგადოებას წარუდგინოს ისინი. თითოეული დღისგან და მომენტისგან შთაგონებული ილუსტრატორი ცდილობს, ნამუშევრები მინიმალისტური იყოს, ამისთვის კი უმეტესად ორ ფერს: წითელს და შავს იყენებს. ნამდვილად არ ვიცით, ამ ყველაფერს სტენდალთან რაიმე კავშირი აქვს თუ არა, თუმცა, უნდა ითქვას, რომ მან გამოხატვისთვის საკმაოდ ეფექტური ფერები და ფორმა იპოვა..

განხილვა