in

5 სექტემბერს თბილისი ბრეიქდანსის აღმოსავლეთ ევროპის ფინალს უმასპინძლებს.

5 სექტემბერს თბილისი ბრეიქდანსის აღმოსავლეთ ევროპის ფინალს უმასპინძლებს. Red Bull BC One 2015 შეჯიბრში მონაწილეობას მსოფლიოს 14 ქვეყნის 16  ბიბოი (ბრეიქდანსის მოცეკვავე)  მიიღებს. ერთი-ერთზე ორთაბრძოლების შედეგად გამოვლინდება გამარჯვებული, რომელიც ქალაქ რომში Red Bull BC One-ის მსოფლიო ფინალზე გაემგზავრება .  საქართველოში დაგეგმილი ღონისძიებისთვის მომზადდა სპეციალური ვიდეო რგოლი, რომელსაც მარკეტერი გთავაზობთ.

 

Red Bull BC One მსოფლიოში უკვე 12 წელი, საქართველოში კი 2011 წლიდან ტარდება. ამ პერიოდის მანძილზე თბილისში მსაჯების სტატუსით იმყოფებოდნენ მსოფლიო ჩემპიონები და ბრეიქდანსის ლეგენდები Lilou, Cico, Roxrite, Mounir, Ronnie, ასევე Airdit, Yan The Shrimp, Slav. აღმოსავლეთ ევროპის ფინალის მსაჯებიც ყოფილი მსოფლიო ჩემპიონები (Lilou, Mounir, Pelezinho) იქნებიან.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია თბილისის ცირკის სალაროებში ან ვებგვერდზე

www.win.gs/bcone15tickets

ლაივ ტრანსლაცია თბილისის ცირკიდან 5 სექტემბერს 21:00 საათზე 1 არხზე ან ვებგვერდზე www.redbullbcone.com

დათოს გოგოს დაბადების დღეა 2015!

მარკეტერი 4 წლისაა. [შემაჯამებელი პოსტი]