in

„საქართველო „დრიფტის მეფეს“ ეძებს“ – Red Bull-ის ჩემპიონატი თბილისში 

საქართველოში დრიფტის ჩემპიონატი Red Bull Car Park Drift გაიმართება. ღონისძიება 11 აგვისტოს,  თბილისის იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე ტარდება.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/watch/?v=348301612507150″ width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

 

„ Red Bull Car Park Drift,  პირველად, 2008 წელს ლიბანში ჩატარდა. ჩემპიონატი, ძირითადად, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის ტარდება. 2019 წლის ჩემპიონატში „დრიფტერები“ მონაწილეობენ შემდეგი ქვეყნებიდან: ლიბანი, თურქეთი, იორდანია, ეგვიპტე, ქუვეითი, ომანი, მაროკო, მავრიტანია, არაბთა გაერთიანებული საამირო. წელს, პირველად, მონაწილეთა სიას შეუერთდა საქართველოც. ჩვენი ქვეყნის ავტოსპორტის ისტორიაში ეს პირველი ღონისძიებაა, რომელსაც „რედ ბული“ გაუწევს ორგანიზებას“.

როგორც Red Bull-ის ადგილობრივ წარმომადგენლობაში ამბობენ, Red Bull Car Park Drift-ში მონაწილეობა  საქართველოს მოქალაქე ავტომოყვარულებსა და პროფესიონალ მრბოლელებს შეუძლიათ. რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს.

ჩემპიონატი არ მოითხოვს FIA-ს წესებისა და რეგულაციების დაცვას, თუმცა, თითოეულ მონაწილეს მოუწევს ავტომობილის ტექნიკური შემოწმების გავლა“.

შეჯიბრს განსხვავებული ფორმატი აქვს. „დრიფტის მეფის“ ტიტულის მოსაპოვებლად, მონაწილეებს სხვადასხვა ექსტრემალური დავალების შესრულება მოუწევთ.

„თითოეულ მონაწილეს ქართველი და უცხოელი ავტომრბოლელებით დაკომპლექტებული ჟიური რამდენიმე კრიტერიუმით შეაფასებს“.

საქართველოს „დრიფტის მეფის“ ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, 1 სექტემბერს, თურქეთში იასპარეზებს.

გააკეთე ის, რაც არ შეგიძლია – Samsung-ის კამპანია

Google-ის ხელოვნურმა ინტელექტმა „შვილი გააჩინა“ და ის აქამდე შექმნილ ალგორითმებზე ძლიერია