in

Red Bull ფორმულა 1-ით შთაგონებულ ჰიპერმანქანას ქმნის

ენერგეტიკული სასმელების ბრენდი Red Bull ჰიბრიდულ ჰიპერმანქანას ქმნის, რომელიც ჩემპიონატის გამარჯვებული ფორმულა 1-ის მანქანებით არის შთაგონებული. ამბობენ, რომ RB17 ახალ ერასაც დაუდებს საფუძველს…

2-ადგილიანი ავტომობილი ჰიბრიდული V8 ძრავით იქნება აღჭურვილი და მას 1100 ცხენის ძალა ექნება. მსგავსად, ფორმულა 1-ის მანქანებსაც მოგაგონებთ, თუმცა ამ უკანასკნელს კარები და სახურავი ექნება. ავტომობილის წარმოება Red Bull-ის მიზანს ემთხვევა — როცა სპორტში სრულიად ახალი რეგულაციები დაინერგება, ის F1 მანქანებისთვის 2025 წლისთვის საკუთარ ძრავასაც შექმნის. 

რაც შეეხება RB17-ს ფასს, იგი 6.1 მილიონ დოლარს შეადგენს. თუმცა მისი შეძენით თქვენ არა მხოლოდ მანქანას, არამედ Red Bull Racing-ის სრულ გამოცდილებას მიიღებთ, მათ შორისაა გუნდის სიმულატორებზე წვდომა, რომელიც რბოლებისთვის მძღოლების მოსამზადებლად გამოიყენება. თქვენი ავტოფარეხი კი Milton Keynes-ის ქარხანა იქნება. დიახ, ზუსტად ის ადგილი, სადაც F1 მანქანები იქმნება. 

საინტერესოა ისიც, რომ მხოლოდ 50 მანქანა გაიყიდება, Red Bull კი მიზნად რბოლის ნამდვილი გულშემატკივრების პოვნას ისახავს, რომლებიც მისი ღირებულების დაფასებას შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ მანქანას მთავარი ტექნიკური ოფიცერი ადრიან ნიუი ქმნის, რომელიც Red Bull-ის ხუთივე გამარჯვებული მანქანისა და ამასთან, Aston Martin Valkyrie-ის ავტორიცაა. 

ჰიპერმანქანას კი F1-ის მსგავსი არა მხოლოდ ძრავა, არამედ ტექნოლოგიაც ექნება, რათა წვდომა ისეთ ფუნქციებზე ჰქონდეს, როგორიც ჰაერის წინააღმდეგობისა და გრავიტაციის კომბინაციით წარმოქმნილი ძალაა — იგი მანქანებს უფრო სწრაფ სვლაში ეხმარება. ეს  იმასაც ნიშნავს, რომ RB17-ს ფლობა F1-ის მანქანის გამოცდილებასთან ძალიან ახლოს იქნება…

აქვთ თუ არა ყოფილ სტარტაპ დამფუძნებლებს დასაქმების ნაკლები შანსი?

„ვარსკვლავური ომების“ სასახლე 15 მილიონ დოლარად იყიდება!