Red Bull Illume-მა ზუსტად ის ფოტოები გააერთიანა, რომლებმაც წელს მას ფრთები შეასხა… ავსტრალიელი ფოტოგრაფი კრისტელ რაიტი კი პირველი ქალი გახდა, რომელმაც კონკურსის 17-წლიან ისტორიაში მთავარი ჯილდო მოიპოვა. გამარჯვებულ ფოტოზე იუტას კანიონზე მყოფი მთასვლელი ენჯელა ვენვიმირშია ასახული, რომელზეც არჩევანი 50-მა ჟიურის წევრმა შეაჩერა.
კონკურსი მოყვარულ თუ პროფესიონალ ფოტოგრაფებს შორის სპორტის სათავგადასავლო სულისკვეთებას აღვიძებს. შესაბამისად, არც 2023 წელი იყო გამონაკლისი. გამონაკლისი კი არა, დიდი მრავალფეროვნებითაც გამოირჩეოდა — გვიყვება მთამსვლელების, ველომრბოლელების, სერფერების, კაიაკერების და სხვათა ისტორიებს, რომელთა არც მხატვრული ღირებულება და არც შემოქმედებითი ხედვა დაგრჩებათ ყურადღების მიღმა: