1
ნოე
2017

იაპონია ახალი მუსიკალური გენიოსების აღმოსაჩენად! – Red Bull-ის ფესტივალი

1 ნოე 2017

იაპონია, ქვეყანა საოცარი დინამიკურობით, ხმაურით, მრავალფეროვნებითა და ინოვაციურობით. სწორედ ეს არაჩვეულებრივი და აქტიური ქვეყანა გახდა Red Bull-ის ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალის ჩატარების ადგილი. იაპონია, რომელსაც უამრავი მნიშვნელოვანი მახასიათებელი გამოარჩევს, მუსიკის განხრითაც საკმაოდ მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს. Red Bull-ი, რომელიც მუდამ ახალი ნიჭიერი და საინტერესო ადამიანების ძიებაშია, ახლა იაპონიაში აპირებს პერსპექტიული მუსიკოსების, DJ-ებისა თუ მომღერლების პოვნას. კომპანიამ თავისი ფესტივალის დასაანონსებლად ახალი სარეკლამო ვიდეორგოლიც გამოუშვა, რომელიც მისთვის სააგენტო Great Guns-მა მოამზადა.

 

განხილვა