6
დეკ
2017

15 დეკემბერს კლუბში KHIDI Red Bull Music Academy-ის მორიგი სესია გაიმართება

6 დეკ 2017

15 დეკემბერს, თბილისში, Red Bull Music Academy-ის მორიგი სესია გაიმართება. ღონისძიებას კლუბი KHIDI უმასპინძლებს, მსმენელებს 12 საათიანი Line Up ელოდება RMBA დიჯეებისა და რეზიდენტების მონაწილეობით. 

BOG PLUS

 

Red Bull Music Academy (RMBA) 1998 წლიდან, ერთ-ერთი გლობალური მუსიკალური პლატფორმაა ცნობილი და დამწყები მუსიკოსებითვის, მათთვის, ვისაც აქვს ამბიცია გავლენა მოახდინოს მუსიკის სფეროზე. RMBA აერთიანებს ვოქრშოფების, ლექციების, „ივენთებისა” და ფესტივალების სესიას, რომელიც წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, საუკეთესო და ერთმანეთისგან განსხვავებულ კლუბებსა თუ სივრცეებს იპყრობს. საქართელოში Red Bull Music Academy-ის სესიები თბილისის წამყვან კლუბებში  2012 წლიდან ტარდება. წელს კი მორიგი ღონიზძიებისთვის, ორგანიზატორებმა, კლუბი KHIDI შეარჩიეს. მსგავსი „ივენთები” და სესიები ქვეყნის საკლუბო და საფესტივალო სცენის განვითარებას უწყობს ხელს.

რაც შეეხება 15 დეკემბერის Line Up-ს:

Apparat – ელექტრონული მუსიკის მსოფლიო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი, რომელიც 2001 წლიდან დიდ როლს ასრულებს გერმანული სცენის განვითარებაში, თუმცა Sascha Ring-მა მუსიკალურ ინდუსტრიაში პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი 2000 წელს გადადგა, როდესაც Marco Haas-თან ერთად Shitkatapult-ის თანამფლობელი გახდა, რომელიც მომავალში მის მთავარ მუსიკალურ პლატფორმად იქცა. 2007 წელს სწორედ Shitkatapult-ზე გამოიცა Apparat-ის ყველაზე ცნობილი ნამუშევარი “Walls”.
Sascha-ს კარიერაში ახალი ეტაპი მას შემდეგ დაიწყო, რაც აღიარებულ დუო MODESELEKTOR (OFFICIAL SITE)-თან ერთად პროექტ Moderat-ს დაუდო საფუძველი. 2009 წელს ტრიომ პირველი LP “Moderat” გამოსცა და მომენტალურად დაიმკვიდრა თავი ელექტრონული მუსიკის ლეგენდებს შორის.

Apparat DJ Set-ით წარდგება

○ www.apparat.net
○ residentadvisor.net/dj/apparat
○ soundcloud.com/apparat

 

Cosmin TRG – რუმინელი პროდიუსერი Cosmin Nicolae-ს მრავალფეროვანი კატალოგის მქონე პროექტი. ათწლეულის განმავლობაში Cosmin-ის ნამუშევრები ისეთ ლეიბლებზე გამოიცა, როგორებიცაა: Hessle Audio50WeaponsRunning BackRush Hour და ა.შ. კარიერის მანძილზე გამოსცა ორი LP (Simulat – 2011 და Gordian – 2013) MODESELEKTOR (OFFICIAL SITE)-ის ლეიბლ 50Weapons-ზე. 2014 წელს დააარსა საკუთარი ლეიბლი Fizic.Cosmin TRG ასევე არის Red Bull Music Academy-ის ყოფილი მოსწავლე (ტორონტო, 2007 წ.).

Phon_o – Carsten Aermes-მა მუსიკის შექმნა აქტიურად 1998 წელს დაიწყო და ორი წლის შემდეგ სადებიუტო EP გამოსცა. ამ პერიოდში შეუერთდა Shitkatapult-ის კოლექტივს. სწორედ ამ ლეიბლზე 2005 წელს გამოიცა Phon.o-ს LP “Burn Down The Town”. ამის შემდეგ Carsten-მა აქტიურად დაიწყო თანამშრომლობა MODESELEKTOR (OFFICIAL SITE)-ის 50Weapons-თან, სადაც გამოიცა მისი 8 EP და ერთი სტუდიური ალბომი “Black Boulder”.

Boyd Schidt – KHIDI-ის რეზიდენტი დუო Greenbeam & Leon-ის წევრის, ლეონ ლოლიშვილის ტექნო პროექტი, რომელიც დაახლოებით 8 წელია არსებობს. 2014 წელს Boyd Schidt-ის “Morning Utopia” მოხვდა Studio R-ის კრებულ “Various 003”-ში: Fred P. AKA Black Jazz ConsortiumZadig,Brendon Moeller Echologist Beat Pharmacy-სა და Mike Parker-ის ტრეკებთან ერთად. იმავე წელს ქართველმა არტისტმა WaveReform records-ზე გამოაქვეყნა სოლო რელიზი “Structure”. დღესდღეობით ქართველი ტექნო პიონერი ჯერ კიდევ აქტიურადაა ჩართული მუსიკის შექმნასა და დიჯეინგში მსოფლიოს გარშემო, რითიც თავისი წვლილი შეაქვს ქართული ელექტრონული მუსიკის სცენის განვითარებაში. 2017 წელს ლეონმა მეგობარ პოლონელ არტისტ N1KT-თან ერთად დაარსა დაბ ტექნო ლეიბლი 2529 KM.

Vulkanski – KHIDI-ს რეზიდენტი, ქართული ტექნო სცენის პიონერი აჩი თაბუკაშვილის პროექტი, რომელიც ძირითადად ტექნოსა და ინდუსტრიულ ჟღერადობაზეა ორიენტირებული. იგი ასევე არის პროექტGreenbeam & Leon-ის წევრი (ლეონ ლოლიშვილთან ერთად).

ბილეთების იყიდება ვებგვერდზე  www.khidi.ge;  ღირებულებაა: 30, 40 და 50 ლარი.

[R]

განხილვა