in

Red-Co ფოტოკონკურსს იწყებს: “შენი თვალით დანახული ახალი გუდაური“

დეველოპერული კომპანია “რედკო” ფოტოკონკურსს იწყებს. კონკურსის თემაა “შენი თვალით დანახული ახალი გუდაური”. მისი მიზანი ახალი გუდაურის პოპულარიზაციაა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გადაიღოთ თქვენთვის საინტერესო ნებისმიერი დეტალი ახალ გუდაურში და ფოტო საკუთარ გვერდზე ატვირთოთ, ჰეშთეგით #newgudauribyredco. ფოტოკონკურსი 15 იანვარს დაიწყო და 15 თებერვლამდე გაგრძელდება. გამარჯვებული 16 თებერვალს გამოვლინდება. გაიმარჯვებს ის ნამუშევარი, რომელიც ყველაზე მეტ მოწონებას დაიმსახურებს.

გამარჯვებულს გადაეცემა 2 დღიანი ვაუჩერი, 2 ადამიანზე სასტუმრო New Gudauri Resort Residences and Spa by Red-Co-ში და პარაპლანით ფრენა გუდაურში.

 

[R]

ახალი, „ზღაპრული სამყარო“ კატარის ავიახაზების ვიდეორგოლში

Cardeal.ge: “ავტომობილის ყიდვა შუამავლისა და დამატებითი ხარჯების გარეშეა შესაძლებელი”