in

„წითელი ჯვრის“ კამპანია სისხლის დონაციისთვის

იანვარი სისხლის დონაციის თვეა. ამ დროს, როგორც წესი, მოხალისეები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, აბარებენ სისხლს. ამერიკის „წითელმა ჯვარი“, ყველას, ვისაც აქვს დონორობის უფლება და შესაძლებლობა, სთხოვს, ეს ვირუსების სეზონისა და შობა – ახალი წლის შემდეგ გააკეთოს, რადგან, ამ პერიოდში, სისხლის გაღება სასურველი არ არის. საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ სპეციალური, გამაფრთხილებელი კამპანიაც დაიწყო. მათი თქმით, მოქალაქეებმა ეს წესი აუცილებლად უნდა დაიცვან. თუმცა, რეკომენდებულ პერიოდში, აუცილებლად იაქტიურონ, რადგან ვითარება რთულია – ამ ზამთარს, ორგანიზაციას, საჭირო რაოდენობაზე 27 000-ით ნაკლები დონორი ჰყავდა.

 

აღსანიშნავია, რომ იანვარი, სისხლის დონაციის თვედ, ამერიკის 37-ე პრეზიდენტმა, რიჩარდ ნიქსონმა 1970 წელს გამოაცხადა.

სისხლის დონაცია, „წითელი ჯვრის“ დახმარებით, რა თქმა უნდა, საქართველოშიც შესაძლებელია. თუ თქვენც გაგიჩნდათ სურვილი, გახდეთ დონორი,  ამაში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება დაგეხმარებათ. მათგან მიიღებთ ინფორმაციას, ვის, სად და როგორ შეუძლია გაიღოს სისხლი.

კვაზიმოდო ფილმის სახით ბრუნდება

დრონით გადაღებული უჩვეულო კადრები