25
May
2018

სანამ იყიდი, დაათვალიერე 360 გრადუსით! – წითელი ჯვრის სოციალური კამპანია

25 May 2018

Elit Electronics
Elit Electronics


სტატისტიკურად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 250 მილიონზე მეტი ხუთ წლამდე ბავშვი, სწავლისა და თამაშის ნაცვლად, იძულებულია ფიზიკურად იშრომოს. უნგრულმა წითელმა ჯვარმა გადაწყვიტა, ამ საკმაოდ რთული საკითხის მიმართ საზოგადოების ცნობიერება სოციალური კამპანიით აემაღლებინა. ორგანიზაციამ იცოდა, ერთადერთი გზა სამიზნე აუდიტორიის ყურადღების მისაქცევად და შექმნა კამპანია, სახელწოდებით “სანამ იყიდი, დაათვალიერე 360 გრადუსით”. სამიზნე სეგმენტთან კომუნიკაცია შოპინგის საშუალებით გადაწყდა. ფეისბუქზე შეიქმნა ყალბი 3D პოსტები, სადაც რეკლამირებული იყო ასეთი ბავშვების მიერ შექმნილი პროდუქცია: ჩანთა, ფეხსაცმელი, სმარტფონი… როდესაც დაინტერესებული ადამიანი პოსტს სანახავად ხსნიდა, 3D ტექნოლოგია ავტომატურად ირთვებოდა და მკაფიოდ ჩანდა ბავშვი, რომელიც ამ ნივთებს აკეთებს.

 

განხილვა