in

Red Flags — წითელ დროშებზე ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა სიტყვები დაიტანეს

ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად შექმნილი საქველმოქმედო ორგანიზაცია Refuge კამპანია Make the World a Refuge-ის აგრძელებს. სწორედ ამიტომ გამოფინა ლონდონის Outernet-ში წითელი დროშები ციტატებით, რომლებიც ოჯახური ძალადობისგან გადარჩენილებს ეკუთვნით. ფრაზები ხაზს უსვამს ზიანისა და კონტროლის იმ შეუმჩნეველ ფაქტებს, რომლებსაც ქალები აწყდებიან. წითელ დროშებზეც სწორედ იმიტომ შეაჩერეს არჩევანი, რომ ყოველთვის რაღაც შემაშფოთებლის მაცნეა…

BOG

ჩაგვრა ყოველთვის არ გამოიყურება ისე, როგორც ველით ხოლმე. პატარა მომენტებში, ჩუმი კონტროლის სურვილსა და უსიტყვო მანიპულაციებში იმალება. არცერთი წითელი დროშაა ისეთი პატარა, რომ ვერ შეამჩნიო, ყველა ქალი იმსახურებს შიშის გარეშე ცხოვრებას, — ამბობს ოლივია კოლმანი, Refuge-ის ელჩი.

ამ ამბის უკან კი კვლევა დგას, რომელიც გვეუბნება, რომ გაერთიანებულ სამეფოში 4-დან ერთი ქალი განიცდის ოჯახურ ძალადობას. ცნობიერებაც დაბალია, 80% მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას მოიაზრებს მიუხედავად იმისა, რომ ჩაგვრა მაკონტროლებელ, მცირე ქმედებებშიც და ფსიქოლოგიური ზეწოლის დროსაც იჩენს თავს… თუნდაც მაშინ, როცა ტელეფონს გამუდმებით გიმოწმებენ ან ცდილობენ, ოჯახისა თუ მეგობრებისგან ჩამოგაშორონ, ისიც კი მიგითითოთ, თუ რა ჩაიცვათ…

Red Flags-ის კამპანიაზე სარეკლამო სააგენტო AMV BBDO-მ იმუშავა. 

ნუკა ბარბარე ჩოხელი — გაკვეთილები წარმატებული ქართველი ქალებისგან

საქართველოს ბანკის განსაკუთრებული საგაზაფხულო შეთავაზება მოსწავლეებისთვის, რომელიც არ უნდა გამოგრჩეს