in

უძრავი ქონების სააგენტო „რედ ჰაუსი“ AI-ზე დაფუძნებულ ახალ პლატფორმას ქმნის

უძრავი ქონების სააგენტო „რედ ჰაუსი“ განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ცდილობს, უძრავი ქონების ბაზარი განავითაროს და სიახლეები დანერგოს. გუნდის თითოეული წევრი ფიქრობს, რომ ცვლილება უმეტესად ასოცირდება რისკთან, თუმცა ცვლილებების გარეშე განვითარება შეუძლებელია და, შესაბამისად, ინოვაციების ძიებაში მუდმივ გამოწვევებთან გამკლავებაც მოგვეთხოვება. ამიტომაც წამოიწყო სააგენტომ კამპანია, სახელწოდებით „დაიწყე ცვლილებები“.

უფრო კონკრეტულად, კომპანიამ ახალი პლატფორმა შექმნა — ანუ, პირველი ნაბიჯი გადადგა დიდი ცვლილებებისკენ. ბუნებრივია, „რედ ჰაუსისთვის“ მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მომხმარებელმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს სასურველი უძრავი ქონების შესახებ. სწორედ ამ იდეის ირგვლივ შეიქმნა უნიკალური პლატფორმა, რომლის ანალოგიც ამ ეტაპზე ქართულ ბაზარზე არ არსებობს.

აღსანიშნავია, რომ ვებგვერდი მართლაც უნიკალურია თავისი ფუნქციებით. თანაც, ის ბაზარზე არსებულ ყველა პროდუქტს აერთიანებს. როგორც მომხმარებელს, შეგეძლებათ, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ საინვესტიციო ქონების შესახებ და, რაც მთავარია, პლატფორმაზე ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტის სისტემა უძრავი ქონების საშუალო ღირებულებას დაგითვლით — თქვენ მხოლოდ სასურველი ქუჩისა და საცხოვრებლის შერჩევა მოგიწევთ.

გარდა ამისა, ბიზნეს ცენტრებისა და სტუდენტებისთვის ცალკე სექცია იქნება გამოყოფილი. ხოლო ცხოველთა მოყვარულ ადამიანებს „pet friendly” ბინის მარტივად მოძიება შეეძლებათ. რაც შეეხება დეველოპერებისთვის განკუთვნილ სექციას, აქ 50-ზე მეტი სამშენებლო კომპანიის ნახვა და არჩევა იქნება შესაძლებელი.

ამ დროისთვის სააგენტოს 20-ზე მეტი კვალიფიციური კადრი ჰყავს და თითოეული მათგანი მომხმარებელთან ლოიალური დამოკიდებულებით გამოირჩევა. „რედ ჰაუსის“ მიზანია, უძრავი ქონების სექტორი წარმატებით განავითაროს — სწორედ ამ მიზეზით აწარმოებს კამპანიას „პარტრიოტებისთვის“, სადაც მომხმარებელი მუდმივად იღებს ინფორმაციას საუკეთესო უძრავი ქონების შესახებ.

[R]

ხელმძღვანელებს კრიზისებთან გამკლავება სხვების მოსმენით შეუძლიათ

მეცნიერებმა ვარსკვლავისა და პლანეტის ჰიბრიდი აღმოაჩინეს