30
Apr
2019

მსოფლიოში პირველი გეიმინგ სმარტფონი შიდა გაგრილების სისტემით, რომელიც 8K ვიდეოს იღებს

30 Apr 2019

veon
veon


ჩინურმა კომპანიამ Nubia ახალი გეიმინგ სმარტფონი – Red Magic 3 გამოუშვა. გამოცემა The Verge-ის ცნობით, ეს არის მსოფლიოში პირველი სმარტფონი, რომელსაც შიდა გაგრილების სისტემა აქვს. აქამდე, გარე გაგრილების სისტემები გეიმინგ სმარტფონებში სიახლე არ იყო და ის Red Magic 3-ის წინამორბედს – Red Magic 2-საც ჰქონდა. ამ უკანასკნელის გამოსვლიდან 6 თვის შემდეგ, კომპანიამ თავისი გეიმინგ სმარტფონის მესამე თაობა Red Magic 3 გამოუშვა. მისი გაგრილების სისტემა სითბური მილით არის აღჭურვილი, შესაბამისად, ის თამაშისას დიდი დროის განმავლობაში არ გადაგიხურდებათ.

Magic 3-ს აქვს პროცესორი Qualcomm Snapdragon 855, მუშაობს Android 9 ოპერაციულ სისტემაზე, აქვს 12GB ოპერატიული მეხსიერება და 256GB-იანი შიდა მეხსიერება. რაც შეეხება ელემენტს, მისი მოცულობა 5000 მილიამპერია, რაც დიდი ხნის განმავლობაში თამაშის საშუალებას მოგცემთ.

რაც შეეხება კამერის მახასიათებლებს, Magic 3-ს 48 მეგაპიქსელიანი უკანა, ხოლო 16 მეგაპიქსელიანი წინა კამერა აქვს. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. კამერას ორი განსაკუთრებული მახასიათებელი – 8K ვიდეო და Super Slow Motion რეჟიმი აქვს.

Nubia-ს Red Magic 3 ჩინეთში 3 მაისს გამოვა და 2899 იუანი ($430) ეღირება, შემდეგ კი სხვადასხვა ქვეყანაში გახდება ხელმისაწვდომი.

განხილვა