საქართველო პირველად Red Nose Day კამპანიას უერთდება, რომელიც მარტის ბოლოს დაიწყება და აპრილში დასრულდება. კამპანიის მთავარი მიზანია აკა სინჯიკაშვილის ინიციატივის მხარდაჭერა და ლეიკემიით დაავადებული ნიკუშა დვალაძის მკურნალობისთვის საჭირო თანხის შეგროვება.

Red Nose Day პირველად 1988 წელს წამოიწყეს. 150-ზე მეტმა ცნობილმა ადამიანმა და კომიკოსმა მიიღო მონაწილეობა შოუში, რომელიც BBC-ის ეთერში გაშუქდა, გადაცემას 30 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავდა, რისი მეშვეობითაც 15 მილიონი ფუნტი შეგროვდა ბავშვების დასახმარებლად.
ამ კამპანიას შეუერთდა სხვადასხვა ქვეყანა: ჩინეთი, აშშ, ბელგია, გერმანია და სხვა. უამრავი ცნობილი ადამიანი იღებს მონაწილეობას, იძენს ცხვირს, იღებს ფოტოს და ეხმარება ბავშვებს. კამპანიაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება, როგორც საგანგებო ვებგვერდ rednose.ge-ს მეშვეობით, ასევე გაყიდვების პუნქტებით მთელი თბილისის მასშტაბით, რომელთა სიაც კამპანიის FB გვერდზე დაიდება: https://www.facebook.com/rednosedaygeorgia/.
Red Nose Day Georgia-ს ორგანიზატორია , პიარ საკონსულტაციო კომპანია: Key Communications, ხოლო თანაორგანიზატორები: Omedia, ABK, ALMA , BIA , Myvideo.ge






















