in

Coldplay და “Game of Thrones”-ის მსახიობები სოციალურმა აქციამ გააერთიანა

Coldplay-მ “Game of Thrones-ის” მიხედვით მუზიკლი გადაიღო. მუზიკლი საქველმოქმედო აქციის “წითელი ცხვირის” ფარგლებში გაკეთდა და მისი პრემიერა 21 მაისს გაიმართა.

ყველა სიმღერას, რომელიც მუზიკლშია შესული “Game of Thrones-ის” მთავარი გმირები მღერიან. სიმღერის ტექსტიც გმირებიდან გამომდინარე დაიწერა. ტირიონ ლანისტერი ჯოფრის სიკვდილზე მღერის, ჯეიმი ლანისტერი მის არეულ ცხოვრებაზე.

“წითელი ცხვირის დღე” – ობოლ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი საქველმოქმედო აქციაა. აქცია ორ წელიწადში ერთხელ იმართება. აქციის ორგანიზატორები თანხის შეგროვებას მუსიკოსების, სპორტსმენების, მსახიობების და ჩვეულებრივი ხალხის დახმარებით ცდილობენ.

აქციაზე მისულმა ადამიანებმა აუცილებლად “წითელი ცხვირი” უნდა იყიდონ. მომღერლები კონცერტებს აკეთებენ, სპორტსმენები მარათონს აწყობენ. ყველა იმას აკეთებს, რაც შეუძლია და ამ აქციიდან შეგროვილი თანხა ბავშვების  დახმარებას ხმარდება.

როგორ გავგზავნოთ CV დამსაქმებელთან? – ლიკა ზუროშვილი

“Microsoft”-ი ცვლილებებს განაგრძობს