მართალია, ბევრი არაფერია ცნობილი, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ იდუმალებით მოცული სურათების გენერირების ახალი მოდელი კონკურენციას Midjourney-ს, Black Forest Labs-სა და OpenAI-ს უწევს. red_panda-ს სახელით გვაცნობენ, რომელიც Artificial Analysis Text to Image Leaderboard-ის რეიტინგში ერთ-ერთ საუკეთესო Black Forest Labs-ის Flux1.1 Pro-ს მოდელს უსწრებს.
Artificial Analysis კი, თავის მხრივ, AI მოდელებს სამი მთავარი ფაქტორის მიხედვით აფასებს, ესენია: სურათის ხარისხი, გენერირების სისწრაფე და ფასი. თანაც ამ პროცესში სრულად მომხმარებელთა უკუკავშირს ეყრდნობა…

საინტერესოა, რომ რეიტინგში გარკვეული დროის მანძილზე Midjourney v6 დომინირებდა… მართალია, ახლაც პოპულარულია, მაგრამ Red Panda სისწრაფეში ჯობნის. Midjourney კი დეტალებით დატვირთულ ფოტოებს გვთავაზობს, მაგრამ ამისთვის შედარებით მეტი დრო სჭირდება, სწორედ ამიტომ მოუწია პირველი ადგილის დათმობაც. Red Panda-ს შემთხვევაში კი ეს საშუალოდ 7 წამში მოხდა, რაც OpenAI-ის DALL-E3-ზე ორჯერ სწრაფი შედეგია.

მიუხედავად ამისა, საიდუმლოებებითაა მოცული, რომელ კომპანიას ეკუთვნის Red Panda-ს უახლესი მოდელი. ამ ეტაპზე კი ხელჩასაჭიდი მხოლოდ Artificial Analysis-ის მონაცემებია…