24
Sep
2018

წითელი Tesla უფრო ძვირი ღირს! – UPDATE

24 Sep 2018

veon
veon


ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანია Tesla-მ, ბოლო პერიოდში, ექსტერიერის შესაღებად განკუთვნილი ფერების არჩევანი შეამცირა, რაც წარმოების გაფართოებით ახსნა. ასორტიმენტიდან Black Metallic-ისა და Silver Metallic-ის ამოღების მიუხედავად, ეს ორი ფერი შეზღუდული მოცულობითა და გაზრდილი ღირებულებით მაინც დაუბრუნდა წარმოებას და მისი ფასი $2000-ს შეადგენს. პარალელურად, მოიმატა წითელი Tesla-ს სამღებრო ღირებულებამ, რომელიც $1000-დან $2500-მდე გაძვირდა. მიუხედავად იმისა, რომ twitter-ზე ილონ მასკმა ავტომობილის წითლად შეღებვის პროცესი “დექსტერის” რიგით სერიას შეადარა, წითელ ფერზე მოთხოვნა ამით არ შემცირებულა.

განხილვა