2
Jul
2019

ბოდიპოზიტიური რეკლამა, გაუპარსავი მოდელების მონაწილეობით

2 Jul 2019



სანამ უშუალოდ რეკლამაზე გადავიდოდეთ, ავხსნათ, რას ნიშნავს “ბოდიპოზიტიური”. ეს არის სოციალური მოძრაობა, რომელიც ეფუძნება მოსაზრებას, რომ ნებისმიერი სხეულის მქონე ადამიანს უნდა ჰქონდეს სილამაზის განცდა, საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების მიუხედავად. საპარსი საშუალებების მწარმოებელმა კომპანიამ Billie გამოუშვა რეკლამა, რომელშიც გაუპარსავი მოდელები მონაწილეობენ. სიუჟეტი მაყურებლის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ვიდეორგოლის თითოეულმა მონაწილემ თავად მიიღო გადაწყვეტილება, როგორ გამოიყურებოდეს. მოდელები არ უფრთხიან ზედმეტ წონას, ბიკინისა და იღლიების გაუპარსავ ზონებს. ამგვარად, რეკლამა გოგონებს მოუწოდებს, არ დაუჯერონ რჩევებს, ჭარბი ნახშირწყლების მოხმარებასთან თუ ჭარბი თმის ტარებასთან დაკავშირებით.

 

განხილვა