წლის შეჯამების სტატიების სერიის ფარგლებში, დღეს, სააგენტო „რედბერის“ განვლილ თვეებს შევაჯამებთ. 2022 წლის სიახლეებსა და მიღწევებზე „რედბერის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, ნინი ხვედელიანი გვიყვება.
2022 წელი ემოციურად მძიმე, წარმოუდგენელი უსამართლობის და უიმედობის განცდის წელი იყო. რუსეთის არადამიანურმა აგრესიამ თითოულ ჩვენგანზე წარუშლელად იმოქმედა. რა თქმა უნდა, იმოქმედა ჩვენს საქმიანობაზეც. რაღაცებს მაინც მოვაბით თავი, ჩვენი შოურილის აწყობას დავუთმეთ დრო და ვებსამიტზეც კარგად წარმოვაჩინეთ თავი:
სააგენტოს მხარესაც მოვახერხეთ რამდენიმე კარგი პროექტის განხორციელება, განსაკუთრებით ეს მოგვწონს:
ხუბუმ და დეივმა კიდე უფრო გაგვახარეს:
კიდევ ჟუჟუნას FB გვერდი გვიყვარს და გვეამაყება:
იქომერსის მარკეტინგის ტერიტორიაზეც საფუძვლიანად გავიდგით ფესვები, ერთი მხრივ საჭირო ხელსაწყოები დავტესტეთ და მეორე მხრივ წლის განმავლობაში ბევრჯერ გავიარეთ ის ერთგვარი კომუნუკაციის მთლიანი ციკლი, რიმელმაც ამ კონკრეტული პროდუქტის – იქომერს მარკეტინგის – უფრო სიღრმისეული, მკაფიო და სხვადასხვა ინსითებით დახუნძლული გამოცდილება შეგვძინა და თვალსაწიერი გაგვიფართოვა ამ კუთხით.
ასევე, ვაგრძელებდით საქართველოს ბანკისთვის აუარება კონტენტის კეთებას მათი ბიზნეს ამოცანების ამოხსნელად და ციფრული პროდუქტების გასაძლიერებლად. რა თქმა უნდა არც ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ძირითადი პროდუქტიც, უძრავი ქონების კომუნიკაციის კეთებაც დაგვვიწყებია და წელსაც წარმატებით და აქტიურად შევძელით ჩვენი პარტნიორი კომპანიების გაყიდვების სტიმულურება.
საერთო ჯამში ისევ და ისევ ბევრი კატეგორიის ბევრ ბრენდთან გქვონდა ურთიერთობა, რომლების ასევე ნაირ-ნაირი მარკეტინგული თუ ბიზნეს ამოცანების ამოხსნასთან ერთად ჩვენც ერთი წლით გავიზარდეთ.